From Wikipedia, the free encyclopedia
სიდნეის ოპერის თეატრი — მუსიკალური თეატრი სიდნეიში, ახალი საუზ-უელსი, ავსტრალია, XX საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული შენობა და ერთ-ერთი ყველაზე განთქმული საკონცერტო დარბაზი მსოფლიოში. შენობის პროექტი ეკუთვნის დანიელ არქიტექტორ იორნ უტზონს, რომლემაც ამ შენობისთვის 2003 წელს პრიცკერის პრემია მიიღო. შენობა მდებარეობს ბენელონგის პოინტზე სიდნეის ყურეში უზარმაზარ ხიდთან სიახლოვეს და კომპლექსში განუმეორებელ ესთეტიურ შთაბეჭდილებას ქმნის.
სიდნეის ოპერის თეატრი* | |
---|---|
იუნესკოს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლი | |
ქვეყანა | ავსტრალია |
ტიპი | კულტურული |
კრიტერიუმები | i |
სია | |
რეგიონი** | აზია-ოკეანეთი |
კოორდინატები | 33°51′25″ ს. გ. 151°12′55″ ა. გ. |
გაწევრიანების ისტორია | |
გაწევრიანება | 2007 (31-ე სესია) |
ნომერი | 166 |
* იხ. ინგლ. სახელი UNESCO-ს სიაში. ** იუნესკოს მიერ კლასიფიცირებული რეგიონი. |
მსოფლიო მემკვიდრეობა UNESCO, ობიექტი № 166 ინგლ. • რუს. • ფრ. |
ბევრისთვის შენობის სფერული ნიჟაროვანი სახურავი ახლომდებარე ყურეში მცურავი აფროსან ფლოტილიას ჰგავს. ტურისტები, რომელთა უმრავლესობას ოპერა საერთოდ ან თითქმის არ აინტერესებს, შენობას აწყდება მხოლოდ მისი ახლოდან ნახვის შანსისთვის.
ოპერის თეატრში მდებარეობს ავსტრალიის ეროვნული საოპერო დასი, სიდნეის თეატრალური კომპანია და სიდნეის სიმფონიური ორკესტრი. მისი ადმინისტრაცია ახალი სამხრეთ-უელსის ხელოვნების სამინისტროს დაქვემდებარებაშია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.