From Wikipedia, the free encyclopedia
იმპერატორის მეუღლე სიაოხერუი (ჩინ.: 孝和睿皇后; დ. 20 ნოემბერი, 1776 — გ. 23 იანვარი, 1850, აკრძალული ქალაქი) — ჩინელი არისტოკრატი და ნიოხურუს კლანის წარმომადგენელი. ჩინეთის იმპერატორ ჯიაცინგის მეუღლე 1790 წლიდან, მისი ოფიციალური კონსორტი 1801-1820 წლებში და მისი ქვრივი 1820-1850 წლებში.
სიაოხერუი | |
---|---|
ჩინეთის იმპერატორის მეუღლე | |
მმართ. დასაწყისი: | 27 მაისი, 1801 |
მმართ. დასასრული: | 2 სექტემბერი, 1820 |
წინამორბედი: | სიაოშურუი |
მემკვიდრე: | სიაოშენჩენგი |
ჩინეთის იმპერატორის ქვრივი | |
მმართ. დასაწყისი: | 2 სექტემბერი, 1820 |
მმართ. დასასრული: | 23 იანვარი, 1850 |
წინამორბედი: | სიაოშენგსიანი |
მემკვიდრე: | სიაოჯინგჩენგი |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 20 ნოემბერი, 1776 |
გარდ. თარიღი: | 23 იანვარი, 1850, (73 წლის) |
მეუღლე: | ჯიაცინგი |
შვილები: |
ჩვიდმეტი ქალიშვილი პრინცი მიანკაი პრინცი მიანსინი |
დინასტია: | ცინი (ქორწინებით) |
მამა: | გიუნგალა |
დედა: | იეხე ნარა |
სიაოხერუი დაიბადა 1776 წლის 20 ნოემბერს, ჩინეთში. მისი დაბადების სახელი უცნობია. იგი იყო ნიოხურუს კლანის წარმომადგენელ გიუნგალასა და მისი ცოლის, იეხე ნარას მეორე შვილი და პირველი ქალიშვილი. მას ერთი უფროსი ძმა, ორი უმცროსი ძმა და ორი უმცროსი და ჰყავდა. მამამისი პირველი რანკის წარჩინებული იყო და სხვადასხვა პერიოდში ეკავა ომის, შინაგან საქმეთა და რიტუალების მინისტრის თანამდებობა.
მაღალი წარმომავლობის გამო იგი აკრძალულ ქალაქში, საიმპერატორო კარზე იზრდებოდა, სადაც ქალბატონი ნიოხურუს სახელით იყო ცნობილი.
1790 წელს იგი დაქორწინდა ჩინეთის იმპერატორ ციანლონგის მეთხუთმეტე ვაჟზე, პრინც იონგიანზე. ამის შემდეგ მას სიაოხერუი დაარქვეს, თუმცა ქმრისთვის იგი მეორე ცოლი იყო, რის გამოც თავდაპირველად მისი ოფიციალური კონსორტი არ ყოფილა. ქორწინებაში სიაოხერუიმ ჩვიდმეტი გოგონა და ორი ვაჟი გააჩინა. 1795 წლის აგვისტოში მან პრინცი მიანკაი გააჩინა.
1797 წლის 5 მარტს, მძიმედ დასნეულებული იმპერატორის პრველი ცოლი, სიაოშურუი გარდაიცვალა, რითაც სიაოხერუი მისი ჰარემის მმართველი და დე ფაქტო კონსორტი გახდა. იმპერატორ ჯიანცინგს მაშინვე უნდოდა მისი ოფიციალურ კონსორტად გამოცხდება, მაგრამ პირველი ცოლის დაღუპვის შემდგომი სამგლოვიარო პერიოდის გადასვლას დაუცადა. საბოლოოდ, 1801 წლის 27 მაისს, იმპერატორმა სიაოხერუი თავის ოფიციალურ კონსორტად გამოაცხადა.
1805 წლის 9 მარტს, სიაოხერუიმ იმპერატორის მეოთხე ვაჟი, პრინცი მიანსინი გააჩინა.
1820 წლის 2 სექტემბერს ჯიაცინგი გარდაიცვალა, რის გამოც ტახტი სიაოხერუის გერმა, იმპერატორმა დაოგუანგმა დაიკავა, რომელმაც მას იმპერატორის ქვრივის ოფიციალური წოდება მიანიჭა. ამ პერიოდში დაოგუანგი ჩენგდეს პროვინციაში იყო წასული, რითაც სიაოხერუიმ ისარგებლა და ტახტზე თავისი უფროსი ვაჟის დასმა სცადა, თუმცა წარუმატებლად, რამაც იმპერატორის განაწყენება გამოიწვია. ამის გამო სიაოხერუი აკრძალული ქალაქის განაპირა სასახლეში გადაიყვანეს, რაც მისთვის დამამცირებელი იყო.
1836 წელს, 60 წლის იუბილეზე იმპერატორმა მას საიმპერატორო კარზე რელიგიური რიტუალების ორგანიზატორად დანიშნა. ამის შემდეგ მასა და იმპერატორს შორის ძველი წყენა გაქრა და იგი კვლავ სასახლის ცენტრალურ ნაწილში გადავიდა საცხოვრებლად.
1838 წელს, სიაოხერუი და იმპერატორი დაოგუანგი ცამეტდღიან სამოგზაურო ტურში წავიდნენ, რა დროსაც ინახულეს დასავლეთ ცინის სამარხები.
სიაოხერუი გარდაიცვალა 1850 წლის 23 იანვარს აკრძალულ ქალაქში, 73 წლის ასაკში. იგი დაკრძალეს დასავლეთ ცინის სამარხში, ჩანგის მავზოლეუმის მახლობლად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.