ლამბერტ II სპოლეტო
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
ლამბერტ II სპოლეტო (დ. 880 — გ. 15 ოქტომბერი, 898) — 891 წლიდან იტალიის მეფე, ხოლო 892 წლიდან საღვთო რომის იმპერატორი, როგორც მამის, გვიდო III-ის თანამოსაყდრე. მამის გარდაცვალების შემდეგ, 894 წლიდან ლამბერტი გახდა სპოლეტოსა და კამერინოს ჰერცოგი. ლამბერტი იყო უკანასკნელი მმართველი, რომელიც გამოსცემდა კაროლინგთა ტრადიციულ კაპიტულებს.
ლამბერტ II დატყვევებულ იქნა მარენგოს მახლობლად ნადირობის დროს და გაგზავნეს პავიაში პატიმრად. მარენგოსკენ უკან დაბრუნებისას, 898 წელს, ძირითადი ვერსიის მიხედვით ის მოკლულ იქნა დაქირავებული მკვლელის მიერ, ხოლო მეორადი წყაროს მონაცემებით ის ცხენიდან ჩამოვარდნის მიზეზით გარდაიცვალა. ის ისტორიაში შევიდა როგორც „ელეგანტური ახალგაზრდა და სასტიკი ადამიანის“ სახელით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.