ქართველი გენერალ-ლეიტენანტი From Wikipedia, the free encyclopedia
ვარდენ ნადიბაიძე (დ. 31 მარტი, 1939, მლეთა) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, გენერალ-ლეიტენანტი, საქართველოს თავდაცვის მინისტრი 1994 წლის 25 აპრილიდან 1998 წლის 27 აპრილამდე. საპატიო ნიშნისა და წითელი ვარსკვლავის ორდენების კავალერი.
ვარდენ ნადიბაიძე | |
საქართველოს თავდაცვის მინისტრი | |
---|---|
თანამდებობაზე ყოფნის დრო | |
25 აპრილი, 1994 – 27 აპრილი, 1998 | |
პრეზიდენტი | ედუარდ შევარდნაძე |
წინამორბედი | გიორგი ყარყარაშვილი |
მემკვიდრე | დავით თევზაძე |
დაბადებული | 31 მარტი, 1939 მლეთა, საქართველოს სსრ |
მოქალაქეობა | სსრკ → საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მამა | მიხეილ ნადიბაიძე |
დედა | სიდონია ნადიბაიძე |
მეუღლე | სუსანა ნადიბაიძე |
შვილები | 2 |
განათლება | რიაზანის სამხედრო-საავტომობილო სასწავლებელი |
წოდება | გენერალ-ლეიტენანტი |
საქმიანობა | სამხედრო |
ჯილდოები |
ვარდიკო ნადიბაიძე დაიბადა 1939 წლის 31 მარტს სოფელ მლეთაში, დუშეთის რაიონში, მიხეილ და სიდონია ნადიბაიძეების ოჯახში. დაამთავრა რიაზანის სამხედრო საავტომობილო სასწავლებელი 1961 წელს. 1967-1972 წლებში სწავლობდა ა. ვ. ხრულიოვის სახელობის ზურგის სამსახურის და ტრანსპორტის სამხედრო აკადემიაში (ლენინგრადი). აკადემიის დამთავრებისთანავე დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქში მე-4 საერთო-საჯარისო არმიის 75-ე მოტომსროლელი დივიზიის 34-ე მოტომსროლელი პოლკის საავტომობილო სამსახურის უფროსად.
1974 წელს გახდა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსი ოფიცერი მომარაგების დარგში. 1975–1976 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის სამხედრო ავტოინსპექციის უფროსი; 1976–1978 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ავტოინსპექციის უფროსი ინსპექტორი; 1978–1986 წლებში ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსის მოადგილე. 1986 წელს დაინიშნა ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის საავტომობილო სამსახურის უფროსად. 1992 წელს დაინიშნა ამიერკავკასიაში რუსეთის ჯარების ჯგუფის სარდლის მოადგილედ შეიარაღების დარგში.
1992-1994 წლებში იყო ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის ჯარების სარდლის მოადგილე; 1994 წლის 17 აპრილიდან 1998 წლის 28 აპრილამდე საქართველოს რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.