From Wikipedia, the free encyclopedia
Super Junior (სუპერ ჯუნიორ, კორ. 슈퍼주니어, შიუპოჯუნიო, სიუ:პა:ძიუ:ნია (იაპონ. スーパージュニア)) — სამხრეთ კორეული ბოიბენდი, თავდაპირველად შემდგარი 13 წევრისგან. ჩამოყალიბდა სეულში (სამხრეთი კორეა) 2005 წელს, კომპანია SM Entertainment-ის მიერ (ამავე სააგენტოს მიეკუთვნება DBSK, SHINee, Girls Generation (SNSD), BoA და სხვა).
ვიკიპედიის სტანდარტების დასაკმაყოფილებლად, ეს სტატია გამართვას საჭიროებს. |
Super Junior | |
---|---|
| |
ბიოგრაფია | |
აქტიური | 2005-დღემდე |
ლეიბლ(ებ)ი |
|
საიტი | superjunior-jp.net |
Super Junior ვიკისაწყობში |
ჯგუფის წევრები არიან იტუკი, ჰიჩოლი, იესონგი, კანგინი, შინდონგი, სონგმინი, ინჰიოკი, დონჰე, შივონი, რიოუკი და კიუჰიონი. აგრეთვე არის ორი დამატებითი წევრი – Super Junior-M ძოუ მი და ჰენრი ლაუ.
90-იანების ბოლოდან ნიჭიერების მაძიებელი და ხმისჩამწერი კომპანნია SM Entertainment ატარებდა ყოველწლიურ მოსმენებს. ახალი ჯგუფის პირველი წევრები გახდნენ იტუკი და ინჰიოკი, რომლებმაც მოსმენა 2000 წელს გაიარეს.
2001 წელს კომპანიამ პირველად ჩაატარა მოსმენა კორეის საზღვრებს გარეთ, პეკინში, სადაც 3000 მონაწილედან მხოლოდ ერთი, ჰანგიონი იქნა არჩეული[1]. იმავე წელს მოსმენა გაიარეს იესონგმა, სონგმინმა და დონჰემ. ერთი წლის შემდეგ მათ შეუერთდა ჰიჩოლი, კანგინი და კიბომი, რომელიც ლოს-ანჯელესში აღმოაჩინეს. შივონმა გასაუბრება 2003 წელს გაიარა, რიოვუკი 2004 წელს მიიღეს მუსიკალურ ფესტივალზე გამოსვლის შემდეგ.[2] 2005 წელს მიიღეს შინდონგი და კიუჰიონი.
ბოიბენდ DBSK-ის დებიუტის შემდეგ 2003 წელს არც ისე ბევრი დრო იყო გასული, როდესაც ინტერნეტში გავრცელდა ჭორი, რომ ლი სუმანი ქმნიდა ახალ ბოიბენდს. 2005 წლის დასაწყისში მან ოფიციალურად დაადასტურა ჭორები და განაცხადა, რომ ეს იქნებოდა ჯგუფი, შემდგარი 12 კაცისგან, მათი დებიუტი წლის ბოლოს ჩატარდებოდა და მათ უწოდა „აზიის სცენის კარიბჭე“[3]. სუნმანმა აღნიშნა, რომ სხვა პოპ-ჯგუფებისგან განსხვავებით, რომელთა წევრებს დებიუტამდე ჰქონდათ გამოცდილება, ახალი ჯგუფის წევრები არჩეული იყვნენ უკვე არსებული წარმატების შემდეგ. მათ ჰქონდათ გამოცდილება მსახიობურ, სატელევიზიო და სამოდელო კარიერაში. იმ დრომდე კიმბომს და ჰიჩოლს უკვე ჰქონდათ სამსახიობო გამოცდილება, იტუკი, ჰიჩოლი, იესონგი, კანგინი, შინდონგი, სონგმინო, ინჰიოკი, დონჰე და შივონი გამოჩნდნენ ტელევიზიაში, ჰანგიონი გამოდიოდა როგორც მოდელი.[4][5][6] სუმანმა განაცხადა, თუმცა ოდნავ ბუნდოვნად, რომ ამ ჯგუფს არ ეყოლებოდა მუდმივი წევრები, არამედ ისინი შეიცვლებოდნენ ყოველწლიურად.
გარკვეული დროის განმავლობაში დადიოდა ჭორები, რომ ჯგუფის სახელი იქნებოდა „O.V.E.R.“ („Over the Voice for Each Rhythm“)[7], თუმცა ოფიციალური სახელწოდების შეძენამდე კომპანია მას Junior-ს უძახდა, რაც აღნიშნავდა წევრების მცირე ასაკს იმ დროს, როდესაც ისინი პირველად მოვიდნენ SM-ში ტრენინგებზე. მას შემდეგ, რაც ბიჭებმა საბოლოოდ წარმოაჩინეს თავიანთი შესაძლებლობები, კომპანიამ დაარქვა Super Junior 05. „05“ ნიშნავს „სუჯუს პირველი თაობა“[2]. Super Junior 05 პირველად კორეულ არხზე MNet გამოჩნდა 2005 წლის 11 სექტემბერს და სხვადასხვა ცეკვა შეასრულა, თუმცა ეს შოუ არ იქნა ნაჩვენები 2006 წლის 26 მაისამდე, შემდეგ კი Super Junior Show-ს ფარგლებში აჩვენებს. იგი იყო პირველი დოკუმენტური ფილმი ჯგუფის შესახებ.
ჯგუფი Super Junior 05-ის დებიუტი იყო 2005 წლის 6 ნოემბერს. არხზე SBS მუსიკალურ შოუში Popular Songs სინგლით „TWINS (Knock Out)“. ციფრული სინგლი, შემდგარი ხუთი ტრეკისგან, რომელიც ხელმისაწვდომი გახდა 2005 წლის 8 ნოემბერს. პირველი ალბომი, Super Junior 05 (TWINS), ერთი თვის შემდეგ და ერთ თვეში ტირაჟით 28,536 ასლი წარმატებას მიაღწია, რამაც შესაძლებლობა მისცა დეკემბრის ჩართში მესამე ადგილი აეღო[8]. იმავე თვეს მათ ჩაწერეს საერთო სინგლი ჯგუფ DBSK-თან „Show Me Your Love“, რომელიც 2005 წლის დეკემბერში ყველაზე გაყიდვადი სინგლი გახდა.
მას შემდეგ, რაც დასრულებული იყო „TWINS (Knock Out)“ და „Show Me Your Love“ პრომოაქცია, სუჯუ 05-მა გამოუშვა თავის მეორე სინგლი „Miracle“ 2006 წლის თებერვალში და გახდა ჯგუფის პირველი სინგლი, რომელმაც სამხრეთ კორეის ონლაინ ჩარტებში პირველ ადგილს იკავებდა და ასევე ტაილანდის საერთაშორისო ჩარტშიც[9]. იმის მერე, რაც დამთავრდა ამ სინგლის წინ წაწევა SM Entertainment-მა დაიწყო ახალი ჯგუფის წევრების მიღება სუჯუს შემდეგი თაობისთვის — Super Junior 06. კომპანიამ იმ წევრების სიაც კი შეადგინა, რომლებსაც უნდა დაეტოვებინათ ჯგუფი თუმცა საბოლოოდ არავის დაუტოვებია ის, 2006 წლის მაისში დაამატეს მეცამეტე მონაწილე, რომელიც ყოველწლიურად შეცვლის პროგრამის მონაწილე იყო. ჯგუფის სახელი საბოლოოდ გახდა Super Junior[10][11].
2006 წლის 23 მაისს ჯგუფში დაამატეს მეცამეტე წევრი — კიუჰეონი, რომელიც 2006 წელს ვოკალური კონკურსიდან აირჩიეს. მათ სინგლი „U“ ონლაინ გადაწერისთვის 2006 წლის 25 მაისს საკუთარ ვებ-საიტზე ატვირთეს. რელიზიდან 5 საათში დათვლილი იყო 400 000 გადმოტვირთვა, ეს ციფრი მუდმივად იზრდებოდა და მიაღწია რიცხვს — 1,7 მილლიონი გადმოტვირთვა, რამაც საიტის შეფერხება გამოიწვია[12][13]. 2006 წლის 6 ივნისს ჯგუფმა სინგლი გამოუშვა, წლის ბოლოსათვის ტირაჟმა 81 000 ასლი შეადგინა.[14]. ეს იყო სუჯუს ყველაზე წარმატებული სინგლი მუსიკალურ ჩარტებში „Sorry, Sorry-ის“ გამოსვლამდე 2009 წლის მარტში. იმავე დროს იყო გამოცხადებული ჯგუფის ოფიციალური ფან-კლუბის სახელი E.L.F. („Ever-Lasting Friends“). ჯგუფის ოფიციალური ფერი — მუქი ლურჯი (ინგლ. pearl sapphire blue).
სინგლი „U“ იჭერდა სალიდერო პოზიციას ხუთი კვირის განმავლობაში[15] ერთდროულად ორ კორეულ მუსიკალურ პროგრამაში. „Dancing Out“, მათი პირველი პრომოსინგლია SM Town-ის ყოველწლიური ერთობლივი ალბომისთვის, რომელიც გამოვიდა 2006 წლის 20 ივლისს. და იმავე წარმატებას მიაღწია აგვისტოში ორი ჯილდოს მიღებით. სუჯუმ დააგროვა 7 ჯილდო 5 სხვადასხვა სამხრეთ კორეის ცერემონიას დაესწრო, წელიწადი იმით დასრულდა, რომ ისინი „საუკეთესო ახალ ჯგუფად“ დაასახელეს.
იმის გამო რომ მონაწილეები დაკავებულნი იყვნენ სოლო კარიერით, 2006 წლის დასასრულს ჯგუფმა შეწყვიტა მუსიკალური მოღვაწეობა, Super Junior — K.R.Y.-ს გარდა, პირველი ოფიციალური ქვეჯგუფი. ტრიოს, რომელიც ასრულებდა ბალადებს 2006 წლის 5 ნოემბერს ჰქონდა დებიუტი. სიმღერით „The One I Love“, რომელიც ტელესერიალი „ძმის“ მთავარი სიმღერა გახდა[16]. მეორე ქვეჯგუფი გამოჩნდა 2007 წლის თებერვალში სახელწოდებით Super Junior-T. პირველი სინგლ-ჯგუფი, რომელიც ტროტის სტილშია შესრულებული („Rokugo“), გამოვიდა 2007 წლის 23 თებერვალს[17]. მარტში იესონგმა, კანგინმა, სეონგმინმა, დონჰემ, რეოიუკმა და კუჰიონმა პირველად მიიღეს საუნდტრეკის ჩაწერაში მონაწილეობა, პირველი და ფინალური ნაწილის შესრულებით („Success“ და „H.I.T“) მინი სერიალისთვის H.I.T.
კუჰიონის ტრავმების გამო, რომელიც 2007 წლის 19 აპრილს ავტოავარიის შედეგად მიიღო, მან ვერ შეძლო „Full of Happiness-ის“ ჩაწერაში მონაწილეობის მიღება, რომელიც შემდეგი „SM Town-სთვის“ იყო. 2007 წლის შუა ვლისში საზაფხულო სინგლი წინ იწევდა კორეულსა და ტაილანდურ ჩარტებში. 2006 წლის ბოლოს ჯგუფის მეორე ალბომი იყო ანონსირული, მაგრამ ხიჩულის გამო, რომელიც 2006 წლის 10 აგვისტოს ავტოავარიაში მოყვა, და 2007 წლის 19 აპრილის ავარიის გამო რელიზი „Don’t Don“ ჩატარდა მხოლოდ 2007 წლის 20 სექტემბერს[18][19] გამოშვებიდან სულ რაღაც 3 დღის შემდეგბ გაყიდული ასლების რაოდენობა 11 000 წარმოადგენდა, რამაც შესაძლებლობა მისცა ყველა სამუსიკალურო პროგრამაში პირველი ადგელი დაეკავა და ამგვარად წარმოედგინა დებიუტი ასევე დაესრულებინა თვე წოდებით როგორც ყველაზე გაყიდვადი ალბომი[20]. პირველ კვირაში გაყიდული იყო 60 000 ასლი, რის გამოც მოუწიატ დროულად დაებეჭდათ კიდევ. „Don’t Don-ის“ რელიზის შემდეგ 3 თვეში გაყიდული იყო 164 058 ეგზემპლარი, რამაც იმ დროისთვის სუჯუს ყველაზე გაყიდვად ალბომად წარმოადგინა[21][22].
პირველი გამოსვლა მეორე ალბომის სიმღერით 2007 წლის სექტემბერში წარდგა. KBS-ის არხზე პროგრამა „Music Bank-ზე“[23]. სინგლი სწრაფად იწეოდა ჩარტებში და ჯგუფს მოუტანა ჯილდო „Mutizen Song“ 21 ოქტომბერს 2007 წელს[24] და 2007 წლის 1 ნოემბერს გადაცემა M!Countdown-ზე ჯილდო „კვირის სიმღერა“ გაყო V.O.Z. ჯგუფის სინგლთან „Everyday“[25]. ნოებრის შუა რიცხვებში გამოვიდა მესამე სინგლი, „Marry U“, რომელმაც ვერ შეძლო სინგლი „Don’t Don-ის“ წარმატების გაგრძელება.
სუჯუ ნომინირებული იყო 7 სხვადასხვა კატეგორიაში კორეის მუსიკალურ ფესტივალზე M.NET/KM, რომელიც 2007 წლის 17 ნოემბერს ჩატარდა. მათ 3 ჯილდო მოიგეს და გახდნენ საუკეთესო გამარჯვებული გუნდი იმ ღამეს. ასევე ჯგუფმა მიიღო ჯილდო „წლის არტისტი“ (კორ. Daesang), რომელიც საუკეთესოს საუკეთესოს წარმოადგენს[26]. 2007 წლის 14 დეკემბერს ცერემონია „Golden Disc Awards-ზე“ ჯგუფმა კიდევ 2 ჯილდო მიიღო[27].
2007 წლის 2 ოქტომბერს SM Entertainment-მა გამოაცხადა სუჯუს მესამე ქვეჯგუფის შექმნის შესახებ — Super Junior M, რომელიც ორიენტირებული იქნება ჩინურ ბაზებზე. ამ განცხადებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია ჯგუფის გულშემატკივრების მხრიდან, მათ არ დაუჭირეს მხარი იდეას ახალი წევრების დამატებასთან დაკავშირებით. ამისდა მიუხედავად,სუჯუ М ძალიან პოპულარულები გახნდნენ ჩინეთში, მონაწილეობა მიიღეს ჰონგკონგში ორ კოცერტზე, დადებითი ზეწოლა მოახდინეს შოუ-პროგრამების რეიტინგებზე, რომელშიც მონაწილეობდნენ, ისეთ სარეკლამო კომპანიის კონტრაქტებთან მოაწერეს ხელი როგორიცაა Semir და Pepsi. სუჯუ М-ის ჩინეთში აქტიური მონაწილეობის გამო, ძირითად გუნდს დააკლდა 5 წევრი, და იმისთვის, რომ თავიანთ სამშობლოში არ დაევიწყათ საჭირო გახდა კიდევ ერთი ქვეჯგუფის შექმნა. 5 წევრი უკვე ცნობილი სუჯუ Т-დან (სინდონგი, სონგმინი, კანგინი, ითეუგი, ეუნგჰიეკი) და იესუნგი შეიკრიბნენ Super Junior Happy-ში და გამოუშვეს სინგლი „Cooking? Cooking!“ 2008 წლის 5 აგვისტოს, რომლის პრომოაკციაც 7 სექტემბერს დასრულდა. 2008 წლის ნოემბერში სუჯუ T დაბრუნდა სახელით Super Junior — T x Moeyan.
სუჯუს პირველი საკონცერტო ტურნე, Super Show, დაიწო 2008 წლის 22 თებერვალს,სეულში. ტურის ფარგებლში მათ კონცერტები ჩაატარეს 3 ქვეყანაში და 6 სხვადასხვა ქალაქში, вბანგკოკის, შანჰაის და პეკინის ჩათვლით. 2008 წლის 2 აგვისტოს სუჯუ ჰენტინგ ჰაილენდზ ეწვია (კურორტი მალაიზიაში), სადაც ერთ-ერთი ყველაზე მთავარი სტუმარი გახდა MTV Asia Awards 2008. სუჯუ გახდნენ მესამე არტისტები SM Entertainment-დან, მიიღეს ჯილდო Favourite Artist Korea MTV Asia Awards-ზე და მეორე მუსიკალური ჯგუფი, რომლებმაც მიიღეს ეს ჯილდო.
სუჯუს მესამე ალბომი „Sorry, Sorry“ გამოვიდა 2009 წლის 12 მარტს. ერთ კვირაზე ნაკლებით ადრე წინაშეკვეთის ანონსის მერე ახალ ალბომზე მოვიდა საშუალო 150 000 მოტხავნა. „Sorry, Sorry“ გახდა სუჯუს პირველი ალბომი, რომელმაც ეგრევე დაიწყო Hanteo ჩარტის პირველი ადგილებიდან და ერთ დღეში გაყიდული იყო დაახლოებით 29 000 ასლი, ამით წინა რეკორდი დაამყარეს 25 000 ეგზემპლარი. ალბომის პრომო აკცია 13 მარტს შედგა Music Bank-ზე გამოსვლით „Sorry, Sorry“ და „Why I Like You“ სიმღერებით. 2 კვირის შემდეგ „Sorry, Sorry-მ“ დაიკავა პირველი ადგილი იმავე პროგრამაში. ჯგუფის პროგრამა Popular Songs-ზე გამოსვლისას 15 მარტს პროგრამის რეიტინგი 14 %-ით გაიზარდა, რაც წლის რეკორდი გახ. მარტიდან მაისამდე „Sorry, Sorry-მ“ 10 ჯილდო მიყოლებით აიღო. 12 მაისიდან სუჯუმ გამოუშვა ალბომის repackage-ვერსია სახელწოდებით „It’s You“, სადაც დამატებული იყო რამდენიმე ახალი სიმღერა, ასევე იმავე სახელის სინგლი. კლიპი მთავარი სიმღერისთვის, „It’s You“, დაგეგმილ დროზე ორი დღით ადრე გამოქვეყდნა გადამუშავების გარეშე, რადგა ინფორმაციამ ინტერნეტში გაჟონა. 3 დღის შემდეგ გამოუშვეს იმავე სახელწოდების სიმღერის კლიპი „It’s You (Drama Version)“.ერთი თვის შემდეგ 15 ივნისს მათ გამოუშვეს კლიპის მესამე ვერსია „It’s you (Dance version)“. საცეკვაო მომენტსჰი არ მონაწილეობს კიმ ბომი, თუმცა დარედაქტირებულ და არა დარედაქტირებულ ვერსიებში არის.
სამხრეთ კორეაში დებიუტედანვე ჯგუფი ცდილობდა იმავე წარმატებისთვის მიეღწია მთელ აზიაში. ჯგუფი გამოსვლებით ძალიან ბევრ ქვეყანაში იმყოფებოდა, ჩინეთსა და ტაილანძზე დიდი ყურადღების მიქცევით
სუჯუმ 2006 წლის მარტში პირველი საზღვარ გარე გამოსვლა ჩაატარა ტაილანდში. საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალზე პატაიტე. საბოლოოდ „Show Me Your Love“ აიწია მერვე პოზიციამდე მუსიკალურ ჩარტში. მალევე „Miracle-ს“ დებიუტი ჰქონდა და იბრძოდა პირველი ადგილისთვის თუმცა დაიკავა მეორე DBSK „Rising Sun-ის“ შემდეგ, SM Entertainment-ის მიერ დაპროდიუსერებული, რომელმაც პირველი ადგილები დაიკავა არხის ჩარტებში. სიმღერა პირველ ადგილს 4 კვიის განმავლობაში იკავებდა. ერთი კვირის შემდეგ „Full of Happiness“ სტარტს იღებდა 18 ადგილიდან ჩარტ International Channel-ზე 2007 წლის 29 ივლისს. ერთ კვირაში ჯგუფი მერვე ადგილზე აიწია, ხოლო მესამე კვირას კი პირველი ადგილი ეკავა. საბოლოოდ სინგლს № 1 ადგილი ეკავა სხვადასხვა ჩარტებში ერთი თვის განმავლობაში. Super Junior ასევე დანიშნულები იყვნენ 2008 წელს კეთილი ვნების მოტანებად. კორეისა და ტაილანდის მეგობრობის ორმოცდაათწლეულის დაკავშირებით
2006 წლის აპრილში ჰანჰიონი პირველად იმის მერე რაც დებიუტი ჰქონდა სუჯუსთან, ეწვია ჩინეთს. 2006 წლის 12 ივნისს Super Junior პირველად გამოვიდნენ ჩინეთში სიმღებეით „U“ და „Miracle“.
2007 წლის 15 ივნისს. სუჯუმ გამოუშვა თავიანთი ჰიტის ახალი ვერსია „U“ და წარმოიშვა ჭორები იმის შესახებ, რომ ჯგუფი აპირებს გამოუშვას მთლიანი ალბომი ჩინურ ენაზე. ამის მაგივრად შეიქმნა ქვეჯგუფი ჩინეთში მოღვაწეობისათვის. 2007 წლის 8 აპრილს Super Junior — M-ს დებიუტი ჰქონდა თავიანთ პირველ მუსიკალურ შოუზე სიმღერით „U“. ჯგუფის პირველი ალბომი, „Me“, 2008 წლის აპრილში, იმავე თვეს გამოვიდა ალბომი კორეულად სადაც შესული იყო 3 ბონუს-სიმღერა კორეულ ენაზე. 2008 წლის მაისში ალბომი „Me“ გამოვიდა სხვა აზიურ ქვეყნებშიც. ალბომი ჩინეთის ყველა მთავარ ჩარტში პირველ ადგილს იკავებდა.
სუჯუ პირველად ტაილანდს 2007 წლის 16 ივნისს ეწვია. როგორც მონაწილე და წამყვანები შოუ Golden Melody Awards-ზე. ისინი ნომირილებული იყვნენ „Best Vocal Group“-ზე და „Best Performance Album“. მეორედ ისინი დაპატიჟეს მეოცე დაჯილდოებაზე შოუ Golden Melody Awards-ზე როგორც „Best Vocal Group“ 2009 წლის 28 აგვისტოს
ისინი სტუმრობდნენ ტაივანს იმ მიზნით, რომ ალბომის „Don’t Don“ გაყიდვები აემაღლებინათ, მან დაამყარა რეკორდი და გახდა საუკეთესო კორეული ალბომი G-Music Combo Billboard Chart, DBSK და Shinhwa-ს გადასწრებით. დისკმა პირველი ადგილი აიღო ტაივანის ჩარტებში J-pop/K-pop Chart და G-music J-pop Chart გამოშვების პირველ კვირას.
ფსევდონიმი | ნამდვილი სახელი | დაბადების თარიღი | პოზიცია ჯგუფში | ||
---|---|---|---|---|---|
ქართული | ჰანგული | ქართული | ჰანგული | ||
იტუკი | 이특 | პარკ ჯეონგსუ | 박정수 | 01.07.1983 | ლიდერი, ვოკალისტი, რეპერი |
ჰიჩოლი | 희철 | კიმ ჰიჩოლ | 김희철 | 10.07.1983 | ვოკალისტი, რეპერი |
იესონგი | 예성 | კიმ ჯონგუნ | 김종운 | 24.08.1984 | მთავარი ვოკალისტი |
კანგინი | 강인 | კიმ ეონგუნი | 김영운 | 17.01.1985 | ვოკალისტი |
შინდონგი | 신동 | სინ დონგჰი | 신동희 | 28.09.1985 | მთავარი მოცეკვავე, რეპერი |
სონმინი | 성민 | ლი სონმინ | 이성민 | 01.01.1986 | მთავარი ვოკალისტი |
ინჰიოკი | 은혁 | ლი ჰეოკჯე | 이혁재 | 04.04.1986 | მთავარი მოცეკავავე, რეპერი, ვოკალისტი, |
დონჰე | 동해 | ლი დონგჰე | 이동해 | 15.10.1986 | მთავარი მოცეკვავე, ვოკალისტი, კომპოზიტორი, სიმღერების ავტორი, მსახიობი |
შივონი | 시원 | ჩოი შივონ | 최시원 | 10.02.1987 | ვოკალისტი, მსახიობი, ჯგუფის სახე |
რიოვუკი | 려욱 | კიმ რიოვუკი | 김려욱 | 21.06.1987 | მთავარი ვოკალისტი |
კიუჰიონი | 규현 | ჩო კიუჰიონი | 조규현 | 03.02.1988 | მთავარი ვოკალისტი, მთავარი მოცეკვავე, მაკნე |
ძოუმი | 조미 | ძოუ მი | 周觅 | 19.04.1986 | SJ-M ქვეჯგუფის ვოკალისტი |
ჰენრი | 헨리 | ჰენრი ლაუ; ლაუ ხანივა | 劉憲華 | 11.10.1989 | ვოკალისტი, რეპერი, SJ-M ქვეჯგუფის მოცეკვავე |
ჯგუფში დროებით არ მოღვაწეობდნენ:
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.