From Wikipedia, the free encyclopedia
პიქსარის ანიმაციური სტუდია — ამერიკული კომპიუტერული ანიმაციის კინოსტუდია, რომლის შტაბი მდებარეობს კალიფორნიის შტატის ქალაქ ემერივილში. 2006 წლიდან ის არის უოლტ დისნეის კომპანიის შვილობილი კომპანია. სტუდიის ფილმებს დამსახურებული აქვთ ოცდაოთხი ოსკარი, ექვსი ოქროს გლობუსი და სამი გრემი სხვა ჯილდოებთან ერთად. მსოფლიოს მასშტაბით მათი შემოსავლის ჯამი $6.3 მილიარდს აღწევს. კინოსტუდია განთქმულია თავისი კომპიუტერული ანიმაციური ფილმებით, რომლის შესაქმნელადაც იყენებენ PhotoRealistic RenderMan-ს.
ტიპი | The Walt Disney Company-ის შვილობილი კომპანია |
---|---|
დარგი | კომპიუტერული ანიმაციური ფილმები |
დაფუძნდა |
1979 1986 (პიქსარი) | (გრაფიკოსთა ჯგუფი)
დამაარსებელი |
ედვინ ქეთმული ელვი რეი სმითი სტივ ჯობსი |
სათავო ოფისი | ემერივილი, კალიფორნია, აშშ |
მმართველი |
ედვინ ქეთმული, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის პრეზიდენტი ჯონ ლასეტერი, Walt Disney Animation Studios-ის და პიქსარის ანიმაციური სრუდიის შემოქმედებითი დირექტორი ჯიმ მორისი, პიქსარის გენერალური მენეჯერი |
პიქსარი დაარსდა 1979 წელს, როგორც სპეც-ეფექტების კომპიუტერული ჯგუფი, რომელიც Lucasfilm-ის შემადგენლობაში შედიოდა, სანამ ის 1986 წელს Apple-ის თანადამააარსებელმა სტივ ჯობსმა შეიძინა. მან სტუდია 2006 წელს უოლტ დისნეის კომპანიას მიჰყიდა.
პიქსარს აქვს ცამეტი სრულმეტრაჟიანი ფილმი, მათ შორის პირველია სათამაშოების ისტორია (1995). მას მოჰყვა მწერის ცხოვრება (1998), სათამაშოების ისტორია 2 (1999), მონსტრების კორპორაცია (2001), ნემოს ძიებაში (2003), სუპერ ოჯახი (2004), მანქანები (2006), რატატუი (2007), WALL-E (2008), მფრინავი სახლი (2009), სათამაშოების ისტორია 3 (2010), მანქანები 2 (2011) და გულადი (2012). სტუდიის ყველა ანიმაციურმა ფილმმა წარმატებას მიაღწია კომერციულად, ასევე ყველა მათგანმა, მანქანები 2–ის გარდა, კინოკრიტიკოსების დადებითი შეფასება დაიმსახურა. ფილმების საშუალო შემოსავალი შეადგენს $602 მილიონს, რაც პიქსარს ყველა სხვა კინოსტუდიაზე მაღლა აყენებს ამ კომპონენტში. სტუდიის ყველა ანიმაციური ფილმი შესულია ყველა დროის ორმოცდაათ მაღალშემოსავლიან ანიმაციურ ფილმს შორის, რომლის სათავეშიც სათამაშოების ისტორია 3 დგას. სათამაშოების ისტორია 3, ნემოს ძიებაში და მფრინავი სახლი ასევე შედიან ყველა დროის ყველაზე მაღალშემოსავლიან ფილმთა ნუსხაში.
მას შემდეგ, რაც შეიქმნა ნომინაცია „ოსკარი საუკეთესო ანიმაციური სრულმეტრაჟიანი ფილმისთვის“, პიქსარის მიერ გამოშვებულმა რვა ფილმმა მოახერვა მასში ნომინაციის მოპოვება. ექვსმა ჯილდოც დაისაკუთრა, მათ შორის არიან ნემოს ძიებაში, The Incredibles, რატატუი, WALL-E, მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3. მფრინავი სახლი და სათამაშოების ისტორია 3 იმ სამ ანიმაციურ ფილმთა შორისაა, რომლებიც ასევე ნომინირებული იყვნენ ოსკარზე საუკეთესო სურათისთვის.(პირველი ასეთი იყო მზეთუნახავი და ურჩხული)
2009 წლის 6 სექტემბერს პიქსარის ხელმძღვანელები ჯონ ლასეტერი, ბრედ ბერდი, პიტ დოქტერი, ენდრუ სტენტონი და ლი უნკრიხი ვენეციის კინოფესტივალზე დააჯილდოვეს ოქროს ლომით კინემატოგრაფიაში შეტანილი წვლილისთვის. მათ ჯილდო გადასცათ Lucasfilm-ის დამაარსებელმა ჯორჯ ლუკასმა.
პიქსარის მომავალ პროექტებს შორისაა მონსტრების უნივერსიტეტი და კარგი დინოზავრი, რომელთაგან პირველის პრემიერა 2013 წელს შედგება, მეორის კი – 2014 წელს.
# | ფილმი | წელი | რეჟისორი | სცენარისტი | ბიუჯეტი | შემოსავალი[1] | MC | RT | IMDb | ოსკარი |
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
1 | სათამაშოების ისტორია | 1995 | ჯონ ლასეტერი | ენდრუ სტენტონი ჯოელ კოჰენი ალეკ სოკოლოვი ჯოს ვედონი |
$30,000,000 | $361,996,233 | 92 | 100% | 8.2 (#144) |
Special Achievement Award ორიგინალური სცენარი ორიგინალური სიმღერა ორიგინალური საუნდტრეკი |
2 | მწერის ცხოვრება | 1998 | ჯონ ლასეტერი ენდრუ სტენტონი |
ენდრუ სტენტონი დონ მაკენერი ბობ შოუ |
$60,000,000 | $363,398,565 | 77 | 91% | 7.3 | ორიგინალური საუნდტრეკი |
3 | სათამაშოების ისტორია 2 | 1999 | ჯონ ლასეტერი ლი უნკრიხი ეშ ბრენონი |
ენდრუ სტენტონი რიტა ჰსიაო დო ჩემბერლენი კრის ვები |
$90,000,000 | $485,015,179 | 88 | 100% | 8.0 | ორიგინალური სიმღერა |
4 | მონსტრების კორპორაცია | 2001 | პიტ დოქტერი ლი უნკრიხი დევიდ სილვერმენი |
ენდრუ სტენტონი დენიელ გერსონი |
$115,000,000 | $525,366,597 | 78 | 95% | 8.0 |
ორიგინალური სიმღერა ორიგინალური საუნდტრეკი ხმის მონტაჟი ანიმაციური ფილმი |
5 | ნემოს ძიებაში | 2003 | ენდრუ სტენტონი ლი უნკრიხი |
ენდრუ სტენტონი ბობ პიტერსონი დევიდ რეინოლდსი |
$94,000,000 | $867,893,978 | 89 | 98% | 8.2 (#166) |
ანიმაციური ფილმი ორიგინალური სცენარი ორიგინალური საუნდტრეკი ხმის მონტაჟი |
6 | სუპერ ოჯახი | 2004 | ბრედ ბერდი | ბრედ ბერდი | $92,000,000 | $631,442,092 | 90 | 97% | 8.1 (#190) |
ანიმაციური ფილმი ხმის მონტაჟი ორიგინალური სცენარი ხმის შერევა |
7 | მანქანები | 2006 | ჯონ ლასეტერი ჯონ რანფტი |
დენ ფოგელმენი ჯონ ლასეტერი ჯონ რანფტი ფილ მიურაი ფილ ლორინი |
$120,000,000 | $461,982,881 | 73 | 74% | 7.5 | ორიგინალური სიმღერა ანიმაციური ფილმი |
8 | რატატუი | 2007 | ბრედ ბერდი იან ფინკავა |
ბრედ ბერდი | $150,000,000 | $621,426,008 | 96 | 96% | 8.1 (#180) |
ანიმაციური ფილმი ორიგინალური სცენარი ორიგინალური საუნდტრეკი ხმის შერევა ხმის მონტაჟი |
9 | WALL-E | 2008 | ენდრუ სტენტონი |
ენდრუ სტენტონი ჯიმ რეარდონი |
$180,000,000 | $521,268,237 | 94 | 96% | 8.5 (#48) |
ანიმაციური ფილმი ორიგინალური სცენარი ორიგინალური სიმღერა ორიგინალური საუნდტრეკი ხმის შერევა ხმის მონტაჟი |
10 | მფრინავი სახლი | 2009 | პიტ დოქტერი ბობ პიტერსონი |
ბობ პიტერსონი პიტ დოქტერი |
$175,000,000 | $731,338,164 | 88 | 98% | 8.4 (#92) |
ანიმაციური ფილმი ორიგინალური საუნდტრეკი ორიგინალური სცენარი ხმის მონტაჟი სურათი |
11 | სათამაშოების ისტორია 3 | 2010 | ლი უნკრიხი | მაიკლ ერნდტი | $200,000,000 | $1,063,143,492 | 92 | 99% | 8.8 (#23) |
ანიმაციური ფილმი ორიგინალური სიმღერა სურათი ადაპტირებული სცენარი ხმის მონტაჟი |
12 | მანქანები 2 | 2011 | ჯონ ლასეტერი ბრედ ლეუისი |
ბენ ქუინი | $200,000,000 | $550,461,329 | 57 | 38% | 6.5 | |
13 | გულადი | 2012 | მარკ ენდრიუსი ბრენდა ჩეპმენი |
მარკ ენდრიუსი სტივ პარსელი ბრენდა ჩეპმენი ირენ მეჩი |
$185,000,000 | $532,044,638 | 69 | 78% | 7.5 | |
14 | მონსტრების უნივერსიტეტი | 2013 | დენ სკენლონი | დენიელ გერსონი რობერტ ლ. ბეირდი დენ სკენლონი |
$200,000,000 | $743,559,607 | 65 | 78% | 7.4 | ანიმაციური ფილმი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.