„One“ — ირლანდიური როკ-ჯგუფ U2-ს სიმღერა და სინგლი ალბომიდან Achtung Baby, რომელიც გამოვიდა 1992 წელს. ეს არის ალბომის მესამე სიმღერა. ჯგუფის მიერ ალბომის ჩაწერის პერიოდში, გერმანიაში, მუსიკოსებს შორის ხშირ კამათს ჰქონდა ადგილი, რომელიც ეხებოდა ალბომის ჟღერადობას. ჯგუფი დროებით დაიშალა, მაგრამ „One“-ის იმპროვიზაციისას იპოვეს აკორდების ისეთი თანმიმდევრობა, რომელიც მოეწონათ. სიმღერის ტექსტის ავტორია ბონო, რომელიც მასში საუბრობს ჯგუფში ურთიერთობებზე და გერმანიის კვლავ გაერთიანებაზე.
„One“ | ||||
---|---|---|---|---|
სინგლი — U2 | ||||
ალბომიდან Achtung Baby | ||||
B-მხარე | Lady With the Spinning Head (UV1) | |||
გამოსვლის თარიღი | 6 მარტი 1992 | |||
ჩაიწერა | ოქტომბერი, 1990 – სექტემბერი, 1991, Hansa Ton Studios, ბერლინი; ელსინორი, დოლკი, დუბლინი; Windmill Lane Studios, დუბლინი | |||
ჟანრი | როკ-მუსიკა | |||
ხანგრძლივობა | 4:36 | |||
ხმისჩამწერი ლეიბლი | Island | |||
ავტორ(ებ)ი | ბონო (ტექსტი), U2 (მუსიკა) | |||
პროდიუსერი | დენიელ ლანუა, ბრაიან ინო | |||
U2 — სინგლების ქრონოლოგია | ||||
|
„One“ გამოიცა საქველმოქმედო სინგლის სახით, მისი შემოსავალი აივ ინფექციით დაავადებულთა დახმარების ფონდში გადაირიცხა. სიმღერა მოხვდა ირლანდიის სინგლებისა და აშშ ბილბორდის როკ-სიმღერების ჩარტების, ისევე, როგორც თანამედროვე როკ-სიმღერების სიის სათავეში. ბრიტანეთში მისი მაქსიმალური პოზიცია #7 იყო, ხოლო ბილბორდის 100-ეულში - #10. სიმღერის პრომოკამპანიის ფარგლებში გადაღებული იქნა 3 ვიდეორგოლი, მაგრამ ჯგუფი მხოლოდ მესამეთი დარჩა კმაყოფილი.
სიმღერა კრიტიკოსების მიერ დადებითად იქნა შეფასებული გამოსვლისთანავე და იმ დროიდან მოყოლებული, ყველა დროის უდიდეს სიმღერათა სიებში ხვდებოდა. U2 „One“-ს 1992 წლიდან ასრულებს ყველა კონცერტზე. იგი მოხვდა ჯგუფის მრავალ კრებულსა თუ საკონცერტო ფილმში. კონცერტების დროს ჯგუფი მას ხშირად ასრულებს ადამიანთა უფლებებზე ან სოციალური სამართლიანობაზე საუბრისას. ბონო მიერ დაარსებულმა საქველმოქმედო ორგანიზაციამ ONE Campaign სახელწოდება შეიძინა ამ სიმღერისგან. 2005 წელს „One“ ჯგუფის მიერ ჩაიწერა თანამედროვე რ'ნ'ბ მომღერალ მერი ჯეი ბლაიჯის მონაწილეობით და შეტანილი იქნა უკანასკნელის ალბომში The Breakthrough.
სიმღერები
სინგლი გამოვიდა რამდენიმე ფორმატში. მათ შორის იყო 7", 12", აუდიოკასეტისა და CD-ის ვერსიები.„Lady with the Spinning Head (UV1)“, b-მხარე, შეტანილია ყველა ვერსიაში. რამდენიმე ვერსიაში მოხვდა „Satellite of Love“ ან „Satellite of Love“ და „Night and Day“-ს რემიქსი.
# | სახელწოდება | ტექსტი | მუსიკა | პროდიუსერი | ხანგრძლივობა |
---|---|---|---|---|---|
1. | „One“ | ბონო | U2 | დენიელ ლანუა და ბრაიან ინო | 4:36 |
2. | „Lady with the Spinning Head (UV1)“ | ბონო | U2 | პოლ ბარეტი | 3:54 |
3. | „Satellite of Love“ | ლუ რიდი | რიდი | The Edge და ბარეტი | 4:00 |
4. | „Night and Day“ (Steel String-ის რემიქსი) | კოულ პორტერი | პორტერი | The Edge და ბარეტი | 7:00 |
ბიბლიოგრაფია
- კოგენი, ვისნია (2008), U2: An Irish Phenomenon, ნიუ-იორკი: Pegasus Books, ISBN 978-1-933648-71-2
- კრესუელი, ტობი (2006), 1001 Songs: The Great Songs of All Time and the Artists, Stories, and Secrets, ნიუ-იორკი: Thunder's Mouth Press, ISBN 1-56025-915-9
- ფლენაგანი, ბილ (1996), U2 at the End of the World (რბილი ყდა რედ.), ნიუ-იორკი: Delta, ISBN 978-0-385-31157-1
- მაკ-გი, მეტ (2008), U2: A Diary, ლონდონი: Omnibus Press, ISBN 978-1-84772-108-2
- სტოუქსი, ნაილ (2005), U2: Into the Heart: The Stories Behind Every Song, ნიუ-იორკი: Thunder's Mouth Press, ISBN 1-56025-765-2
- მაკ-კორმიკი, ნილ, რედ. (2006), U2 by U2, ლონდონი: HarperCollins, ISBN 0-00-719668-7
რესურსები ინტერნეტში
- სიმღერის ტექსტი[დაარქივებული] საიტზე MetroLyrics
Wikiwand in your browser!
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.