ბებერა სოკო (ლათ. Leccinellum crocipodium) — ბოლეტუსისებრთა ოჯახის სოკო ლექცინელუმის გვარისა, რომლის გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის კონტინენტს.

სწრაფი ფაქტები ბებერასოკო, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
ბებერასოკო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ბოლეტუსისნაირნი
ოჯახი:  ბოლეტუსისებრნი
გვარი:  ლექცინელუმი
სახეობა:  ბებერა სოკო
ლათინური სახელი
Leccinellum crocipodium (Letell.) Della Magg. & Trassin., (2014)
დახურვა

საჭმელი სოკოა. გამოიყენება ახალი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი. გახმობისას შავდება. მიკორიზას ქმნის მუხის, წიფელისა და რცხილის ხეებთან.

სოკო პირველად აღწერა ფრანგმა ბოტანიკოსმა ჟან ბატისტ ლუი ლეტელემ 1838 წელს როგორც Boletus crocipodius. მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭეს გერმანელმა მიკოლოგებმა ანდრაეს ბრესინსკიმ და მანფრედ ბინდერმა 2014 წელს.

სამეცნიერო სინონიმები:

  • Boletus crocipodius Letell., 1838basionym
  • Boletus luteoporus Bouchinot, 1904
  • Boletus nigrescens Richon & Roze 1888, nom. illeg.
  • Boletus tessellatus Gillet, 1878, nom. illeg.
  • Boletus velenovskyi Smotl., 1912
  • Leccinum nigrescens (Richon & Roze) Singer, 1947
  • Leccinum crocipodium  (Letell.) Watling (1961)

აღწერა

ქუდის დიამეტრი — 5-15 სმ, თავიდან ნახევარსფეროსებრი, შემდეგ ბალიშისებრი, მკვრივია, ბლაგვი კიდეებით. კანი მშრალი, გლუვი ან ქეჩისებრი. ზედაპირი ხშირად დამსკდარია,[1] თავიდან მკრთალ-მოყვითალო, ზეთისხილისფერ-ყვითელი ლიმნისფერ-ყვითლამდე, ასაკთან ერთად მუქყავისფერი.

რბილობი — ღია-ყვითელი, საკმაოდ მკვრივი, გაჭრისას ღვინისფერ-წითელ ან იისფერ-ყავისფერ ფერს იღებს, შემდეგ შავდება.[2]

მილაკოვანი შრე — ამოკვეთილი ან ვიწროდ შეზრდილი, ლიმნისფერ-ყვითელი. ფორები წვრილი, კუთხოვან-მომრგვალებული. დაჭერისას იასამნისფერ-ყავისფრად იღებება.

ფეხის სიგრძე — 5-12, სისქე — 1-3 სმ, ცილინდრული ან ძირისკენ გურზისებრი გასქელებით, მოყვითალოა, ჟანგმიწისფერ-ყვითელი ქერცლებით, ძირისკენ ბადისმაგვარ ფორმას იღებს.

სპორების ფხვნილი — ხეთისხილისფერ-ყვითელი. სპორები — 15х6 მკმ, თითისტარისებრი.

ეკოლოგია და გავრცელება

იზრდება ფოთლოვან ტყეში, ერთეულებად ან მცირე ჯგუფებად, მჟავე ნიადაგზე. მიკორიზას ქმნის მუხის, წიფლისა და რცხილის ხესთან.[3]

გავრცელების არეალი მოიცავს ევროპის თბილ რაიონებს. რუსეთში ცნობილია კავკასიის ტერიტორიაზე. გავრცელებულია საქართველოშიც.

[4] იშვიათი სოკოა, შესულია ჩეხეთის გადაშენების პირას მყოფი სახეობების ნუსხაში.[5]

სეზონი — ივნისიდან ოქტომბრამდე.[6][7]

მსგავსი სახეობები

კვებითი ღირებულება

საჭმელი სოკოა. გაიმოიყენება ახალდაკრეფილი, შემწვარი, დამარინადებული და გამხმარი. გახმობისას შავდება. საგულისხმოა, რომ ბებერა სოკო იშვიათად ჭიანდება.

ბავშვებში ან მგრძნობიარე საჭმლის მომნელებელი სისტემის მქონე ადამიანებში შესაძლოა გამოიწვიოს მცირე მოწამვლა. ამიტომაც, ამ კატეგორიის სოკოები მოხმარებამდე სათანადო მომზადებას საჭიროებენ.[8]

გალერეა

ლიტერატურა

  • Лессо Т. Грибы, определитель / пер. с англ. Л. В. Гарибовой, С. Н. Лекомцевой. — М.: „Астрель“, „АСТ“, 2003. — С. 195. — ISBN 5-17-020333-0.
  • Справочник-определитель: Грибы / отв. за выпуск Ю. Г. Хацкевич. — Мн.: Харвест, 2002. — С. 124. — 480 с. — 7000 экз. — ISBN 985-13-0913-3.

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.