From Wikipedia, the free encyclopedia
iPhone 4S — კომპანია Apple-ის შემუშავებული მეხუთე თაობის სენსორული სმარტფონი iPhone-ის სერიიდან.[2] გარეგნულად ტელეფონი ჰგავს iPhone 4-ს, მაგრამ ახალ მოდელში წარმოდგენილი არის განახლებული აპარატული და პროგრამული უზრუნველყოფა. ინოვაციებს შორის არის: ხმის ასისტენტი Siri, რისი მეშვეობითაც შესაძლებელი არის სხვადასხვა ფუნქციების ხმით კონტროლი, ახალი ორბირთვიანი პოროცესორი A5 და გაუმჯობესებული კამერა.
iPhone 4s | |
---|---|
მწარმოებელი | Apple Inc. |
საოპერაციო სისტემა | ორიგინალი:iOS 5.0 |
მასა | 140 გ |
ზომა |
სიგრძე:4.54 ინჩი (115.2 მმ სიგანე:2.31 ინჩი (58.6 მმ) |
ფოტოკამერა | 8 მპ Sony Exmor R IMX145 |
მეორე კამერა | 0.3 მპ VGA (480p) |
ბატარეა | ლითიუმ-იონური ბატარეა 3.7 V[1] |
მეხსიერება | 8, 16, 32, ან 64 გბ |
iPhone4S ხელმისაწვდომი გახდა 2011 წლის 14 ოქომბრიდან აშშ, ავსტრალია, კანადა, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, გერმანიასა და იაპონიაში, ხოლო გარკვეული ხნის შემდეგ ხელიმისაწვდომი შეიქმნა სხვა ქვეყნებშიც — საერთო ჯამში 70 ქვეყანაში.
სმარტფონი აღჭურვილი იყო ARM Cortex-A9-ის ორბირთვიანი პროცესორით, PowerVR-ის SGX543MP2 გრაფიკული პროცესორით, 512 მბ DDR2-ის ოპერატიული მეხსიერებითა[3] და 8 მეგაპიქსელიანი Sony Exmor R IMX145-ის წინა[4] და მეორე 0.3 VGA კამერით.
ტელეფონი დადებითად შეაფასეს კრიტიკოსებმა. ძირითადი შექება წილად ჰხვდა ხმის ასისტენტ Siri-სა და ახალ კამერას. მათ ასევე აღნიშნეს, რომ დამუშავების სისწრაფე წინა მოდელთან შედარებით საგრძნობლად გაუმჯობესდა.[5][6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.