რუსი მოგზაური, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი და ნატურალისტი From Wikipedia, the free encyclopedia
ივანე ივანეს ძე გეორგი[6] (იოჰან გოტლიბ გეორგი; გერმ. Johann Gottlieb Georgi; დ. 31 დეკემბერი, 1729, პომერანია — გ. 8 ნოემბერი [ძვ. სტ. 27 ოქტომბერი], 1802, სანქტ-პეტერბურგი) — რუსი მოგზაური, ბოტანიკოსი, გეოგრაფი, ეთნოგრაფი, ნატურალისტი. ციმბირის მკვლევარი. დაიბადა მღვდლის ოჯახში. დაამთავრა უფსალის უნივერსიტეტი. მიღებული ჰქონდა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი, მუშაობდა ფარმაცევტათ. პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი (1783). წარმოშობით გერმანელი. 1768-1772 წლებში მოიარა სამხრეთ-აღმოსავლეთი რუსეთი, ალთაი, იმიერბაიკალეთი, ურალი, ვოლგისპირეთი და დაწერა პირველი განმაზოგადებელი ნაშრომი რუსეთის ხალხთა შესახებ — „რუსეთის სახელმწიფოში მოსახლე ყველა ხალხის, აგრეთვე მათი საყოფაცხოვრებო წესების, რწმენების, ჩვეულებების, ტანსაცმლის, საცხოვრებლისა და სხვა ღირსშესანიშნაობათა აღწერა“ (ნაწილი 1-3, 1776-1777). 1768 წელს რუსეთში მოგზაურობისას თან ახლდა პეტრე პალასს. 1770-1774 წლებში პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის დავალებით მოინახულა ასტრახანი, ტომსკი, ირკუტსკი, მდინარე ურალის სანაპირო, ბაიკალი და სხვ. განსაკუთრებით იკვლევდა ბაიკალის რეგიონს.
ივანე გეორგი | |
---|---|
გერმ. Johann Gottlieb Georgi | |
დაბ. თარიღი | 31 დეკემბერი, 1729[1] [2] ან 31 დეკემბერი, 1729 (11 იანვარი, 1730)[3] |
დაბ. ადგილი | Konarzewo |
გარდ. თარიღი | 27 ოქტომბერი (8 ნოემბერი), 1802[2] [3] (72 წლის) |
გარდ. ადგილი | სანქტ-პეტერბურგი[4] |
მოქალაქეობა |
შვედეთი რუსეთის იმპერია |
საქმიანობა | ქიმიკოსი, მკვლევარი, გეოგრაფი, ორნითოლოგი, უნივერსიტეტის პროფესორი, ბოტანიკოსი, მინერალოგი[5] და აფთიაქარი[5] |
მუშაობის ადგილი | პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემია |
ალმა-მატერი | უფსალის უნივერსიტეტი |
გეორგი აგრეთვე დაინტერესებული იყო ქიმიით, მედიცინით, მეცნიერული აღმოჩენების ისტორიით. გამოაქვეყნა რამდენიმე სტატია საბუნებისმეტყველო და სამთო საქმის შესახებ. მისი სახელობისაა რთულყვავილოვანთა ოჯახში შემავალი მცენარის სახეობა გეორგინა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.