კუჭის ბორასებრნი[1] (ლათ. Gasterophilinae) — პარაზიტი მწერების ქვეოჯახი ბორასებრთა ოჯახისა. ძველი კლასიფიკაციით ცალკე ოჯახად ითვლებოდა.[2] გავრცელებული არიან აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ცხენის ზოგიერთი პარაზიტი სახეობა გვხვდება მთელ მსოფლიოში. ცნობილია დაახლ. 30 სახეობა. პარაზიტობენ კენტჩლიქოსან ცხოველებზე (ცხენი, ვირი, ზებრა, მარტორქა და სხვ.), სპილოებზე. დედალი კვერცხებს დებს ცხოველის ტანზე, იშვიათად ბალახზე. გამოჩეკილი მატლები პირის ღრუს გავლით ხვდებიან საჭმლის მომნელებელ ტრაქტში, სადაც კუჭში ან ნაწლავის სხვადასხვა ნაწილში ასრულებენ განვითარებას. იზამთრებენ მასპინძლის სხეულში. გაზაფხულზე ექსკრემენტებთან ერთად ხვდებიან ნიადაგზე და ჭუპრდებიან.[3]

სწრაფი ფაქტები კუჭის ბორასებრნი, მეცნიერული კლასიფიკაცია ...
კუჭის ბორასებრნი

ცხენის ბორა (Gasterophilus intestinalis)
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ორფრთიანები
ოჯახი:  ბორასებრნი
ქვეოჯახი:  კუჭის ბორასებრნი
ლათინური სახელი
Gasterophilinae (Girschner, 1896)
გვარები
  • Cobboldia
  • Gasterophilus
  • Gyrostigma
  • Neocuterebra
  • Ruttenia
დახურვა

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.