Famitsu — იაპონური ვიდეო თამაშების ჟურნალი, რომელსაც უშვებს კომპანიები: Enterbrain, Inc და Tokuma Shoten. Famitsu გამოდის გაყიდვაში ორი ფორმატით: ყოველკვირეულად და ყოველთვიურად, და ასევე სპეციალური თემატური გამოცემის სახით, რომელიც ეძღვნება მხოლოდ ერთი კონსოლის, ვიდეო თამაშის, კომპანიისა და სხვა თემების განხილვას. Shūkan Famitsū („ყოვლკვირეული Famitsu“) არის ჟურნალის ორიგინალური გამოცემა, რომელიც ითვლება ყველაზე წაკითხვად და დაფასებულ ჟურნალად ვიდეო თანაშების სიახლეების ჟურნალებს შორის.[2][3][4] 2011 წლის 28 ოქტომბრიდან მოყოლებული Enterbrain-მა დაიწყო ჟურნალის ყოველკვირეული ციფრული ვერსიის გამოშვება ექსკლუზიურად საიტ BookWalker-ზე.[5]

სწრაფი ფაქტები სპეციალიზაცია, ენა ...
Famitsu
Thumb
სპეციალიზაცია ვიდეო თამაშების ჟურნალისტიკა
ენა იაპონური
პუბლიკაციის დეტალები
გამომცემელი Enterbrain, Inc., Tokuma
ქვეყანა იაპონია
პუბლიკაციის ისტორია 500,000 (Shūkan)
120,000 (Entamikusu)
80,000 (Connect! On)
40,000 (DS+Wii)[1]
გამოცემის სიხშირე ყოველკვირეული/ყოველთვიური
ტიპი ბეჭდვითი და ონლაინ ჟურნალი
დახურვა

ისტორია

ფამიცუს პირველი გამოცემა გამოქვეყნდა 1986 წლის 6 ივნისს Famicom Tsūshin-ის სახით. ("Famicom -ის სიახლეები"). 1991 წლის 19 ივლისს ჟურნალი გადარქმეული იქნა Shūkan Famicom Tsūshin-ნად. ("Famicom-ის ყოველკვირეული სიახლეები"), ასევე დაიწყო ყოველთვიური ჟურნალისGekkan Famicom Tsūshin-ის გამოცემა. ("Famicom -ის ყოველთვიური სიახლეები"). 1996 წლის დასაწყისში ჟურნალებს შეუმცირდათ სახელწოდებები და დაერქვათ Shūkan Famitsū ("ყოველკვირეული Famitsū") და Gekkan Famitsū ("ყოველთვიური Famitsū").

ჟურნალი გამოიცემოდა კომპანია ASCII Corporation-ის მეშვეობით, თუმცა 2000 წელს იგი შეისყიდა კომპანია Enterbrain, Inc.-მა.

Famitsū-ს სპეციალური თემები

Famitsū აქვეყნებს ცალკეულ ჟურნალებს, რომელიც ეხება კონკრეტულ კონსოლსა და სხვადასხვა თემას. ამჟამად მიმოქცევაშია:

  • Entamikusu - იგი ქვეყნდება შედარებით ხანდაზმული აუდიტორიისთვის და მოიცავს რეტროგეიმინგს. გამოიცემა ყოველთვიურად 2010 წლის ნოემბრიდან მოყოლებული.
  • Famitsū Connect - გათვლილია ონლაინ თამაშებზე.
  • Famitsū DS+Wii - იგი მოიცავს მხოლოდ Nintendo-ს პლატფორმებს (დღესდღეობით Nintendo 3DS-სა და Wii U).
  • Famitsū GREE - ეხება მობილური თამაშების თემებს.
  • Famitsū Mobage - Famitsū GREE-ის მსგავსად მოიცავს მობილურ თამაშებს.

შეფასებები

საიტი თამაშს აფასებს 40 ბალიანი სისტემით. დღესდღეობით მხოლოდ 22-მა თამაშმა მიიღო უმაღლესი ქულა. ქვემოთ წარმოდგენილია ქრონოლოგიურად თამაშების სია:

მეტი ინფორმაცია დასახელება, წელი ...
დასახელებაწელიკომპანიაპლატფორმები
The Legend of Zelda: Ocarina of Time1998NintendoNintendo 64
Soulcalibur1999NamcoDreamcast
Vagrant Story2000Square Co., Ltd.PlayStation
The Legend of Zelda: The Wind Waker2003NintendoGameCube
Nintendogs2005NintendoNintendo DS
Final Fantasy XII2006Square Enix PlayStation 2
Super Smash Bros. Brawl2008NintendoWii
Metal Gear Solid 4: Guns of the Patriots2008Konami PlayStation 3
428: Fūsasareta Shibuya de2008SegaWii
Dragon Quest IX: Sentinels of the Starry Skies 2009Square EnixNintendo DS
Monster Hunter Tri2009CapcomPlayStation 3
Bayonetta2009SegaXbox 360 და PlayStation 3
New Super Mario Bros. Wii2009NintendoWii
Metal Gear Solid: Peace Walker2010KonamiPlayStation Portable
Pokémon Black и White2010NintendoNintendo DS
The Legend of Zelda: Skyward Sword2011NintendoWii
The Elder Scrolls V: Skyrim2011Bethesda Softworks PlayStation 3
Final Fantasy XIII-2011Square EnixPlayStation 3 და Xbox 360
Kid Icarus: Uprising2012NintendoNintendo 3DS
Yakuza 52012SegaPlayStation 3
Jojo’s Bizarre Adventure: All Star Battle2013Namco-BandaiPlayStation 3
Grand Theft Auto V2013Rockstar GamesPlayStation 3 და Xbox 360
დახურვა

რესურსები ინტერნეტში

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.