From Wikipedia, the free encyclopedia
ავსტრალიის ხმისჩამწერი კომპანიების ასოციაცია (ინგლ. Australian Recording Industry Association, ARIA) — ავსტრალიის ხმისჩამწერი ინდუსტრიის ინტერესების გამომხატველი ასოციაცია. დაარსდა 1983 წელს[1][2]. შედის ფონოგრამების ინდუსტრიის საერთაშორისო ფედერაციის მიერ აღიარებული საერთაშორისო ჩარტ კომპანიების სიაში.[3]
ARIA შეიქმნა 1983 წელს 6 ძირითადი ხმისჩამწერი კომპანიის მიერ, რომლებსაც წარმოადგენდნენ: «EMI», «Festival Records», «CBS», «RCA», «WEA» და ადრე 1956 წლიდან არსებული «ავსტრალიის ხმისჩამწერი ფირმების ასოციაციის» (AARM) ნაცვლად მოქმედი Polygram.[1][2] ამ ასოციაციის შემადგენლობაში შედის ასზე მეტი ხმისჩამწერი კომპანია (მცირე ლეიბლებიდან, რომლებსაც მართავს 1—5 ადამიანი, საშუალო და მსხვილამდე). ასოციაციას მართავს დირექტორთა საბჭო, რომელშიც შედის ზოგიერთი მუსიკალური ლეიბლის დირექტორი.
ARIA მართავს დირექტორთა საბჭო, რომელიც შედგება ცალკეული ლეიბლების უფროსი ხელმძღვანელი წარმომადგენლებისაგან. 2010 წელს ასეთები იყვნენ: Denis Handlin (Sony Music-ის ხელმძღვანელი), George Ash (Universal Music), Mark Poston (EMI), Sebastian Chase (MGM Distribution), David Vodica (Rubber Records/Music) და Tony Harlow (WAR).[4]
ასოციაცია ყოველწლიურად ანიჭებს ARIA Awards-ის მუსიკალურ პრემიებს. 1987 წელს პირველი ცერემონია მიჰყავდა ელტონ ჯონს.[5]
1983 წლის 10 ივლისს ასოციაციამ დააარსა ავსტრალიის მუსიკალური ჰიტ-აღლუმი და საკუთარი 30 წლისთავი აღნიშნა 2013 წელს.[6]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.