From Wikipedia, the free encyclopedia
ჰრუშიცის ტყე (სლოვენ. Hrušica — მსხალნარი) — პლატო ალპების სამხრეთ-აღმოსავლეთ კიდეზე, სლოვენიაში. ფართობი დაახლოებით 100 კმ². აგებულია კირქვებით. სიმაღლე 1080 მ-მდე. პლატოს, ზღვის დონიდან 883 მ სიმაღლეზე კვეთს გზა.
ჰრუშიცის ტყე | |
---|---|
ხედი ნანოს მთიდან ჰრუშიცას ტყეზე | |
კოორდინატები: 45°50′ ჩ. გ. 14°10′ ა. გ. | |
ქვეყანა | სლოვენია |
სიმაღლე | 1080 მ |
ფართობი | 100 კმ² |
ტოპონიმი „მსხალნარი“ ანტიკური ხანიდან მოსდევს ამ ტყეს და უკავშირდება ისტორიულად არსებულ ერთ–ერთ სადგურს, რომელიც მაშინ უღელტეხილზე მდებარეობდა და ამ სადგურს ლათინური სახელი — „Ad Pirum“ ერქვა, რაც ქართულად ითარგმნება, როგორც „მსხლის ხესთან“. სლოვენური (სლოვენურად hruška [ჰრუშკა] = მსხალი) და იტალიური (იტალიურად Selva di Piro [მსხლის ტყე]) სახელებიც ლათინურიდანაა წარმომდგარი.
სხვა ინტერპრეტაციით, ეს ტოპონიმი ძველბერძნული ფუძის სიტყვისაგან — „პირ“ (ცეცხლი) უნდა წამომდგარიყო, რადგან ცეცხლს ამ მიდამოებში ინფორმაციის გაცვლის მიზნითაც — დისტანციიდან რაიმეს მისანიშნებლად, ან შესატყობინებლად გამოიყენებდნენ ადგილობრივები. აქაური მცხოვრებლები ამ მიდამოს პირპამის ტყესაც (ქართ. ≈ „ცეცხლიანა“) უწოდებდნენ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.