From Wikipedia, the free encyclopedia
ჰოვანეს ვოროტნეცი (სომხ. Հովհան Որոտնեցի) (დ.1315 — გ.1386)[1] — სომეხი ფილოსოფოსი,[2] პედაგოგი, საეკლესიო და პოლიტიკური მოღვაწე.
დაიბადა 1315 წელს ვაგანდის დასახლებაში (სიუნიქის პროვინცია), იქაური თავადის — ივანეს ოჯახში, რომელიც სიუნიქის პირველი აზნაურების საგვარეულოს წარმომადგენელი იყო. განათლება მიიღო გლაძორის უნივერსიტეტში, მისი რექტორის, გამოჩენილი მეცნიერისა და პედაგოგის ესაი ნჩეცის ხელმძღვანელობით. 1338 წელს, ამ უკანასკნელის გარდაცვალების გამო, უნივერსიტეტი დაიხურა. 1345 წელს თავად დააარსა ტათევის უნივერსიტეტი, რომელიც იმ პერიოდისთვის სომხეთის მსხვილი სამეცნიერო და კულტურული ცენტრი იყო. იბრძოდა სომხური ეკლესიის დამოუკიდებლობის შესანარჩუნებლად.
თავის ფილოსოფიურ შეხედულებებში მან განავითარა არისტოტელიზმის ტრადიციები. მისი მემკვიდრეობა არის არისტოტელეს „კატეგორიების" და „ინტერპრეტაციის შესახებ" ვრცელი ინტერპრეტაციები, პორფირის „შესავალი". ცოდნისა და ლოგიკის თეორიის საკითხების შემუშავებისას ის იყო ნომინალიზმის მიმდევარი.
თავისი სიღრმისეული ცოდნისა და მეცნიერების განვითარებაში გაწეული ღვაწლისათვის ვოროტნეციმ მიიღო საპატიო წოდება: „სამმაგად დიდებული სომეხი პედაგოგი“.[3]
ვოროტნეცის მოწაფე და მიმდევარი იყო გრიგორ ტათევაცი, რომელმაც განავითარა ჰოვანეს ვოროტნეცის რელიგიური და ფილოსოფიური მოძღვრება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.