Remove ads
ბრიტანელი ფილოსოფოსი და სოციოლოგი From Wikipedia, the free encyclopedia
ჰერბერტ სპენსერი (დ. 27 აპრილი, 1820 – გ. 8 დეკემბერი, 1903) — ინგლისელი ფილოსოფოსი-პოზიტივისტი, სოციოლოგი, ანთროპოლოგი და ბიოლოგი. ცნობილია თავისი მოსაზრებით სოციალური დარვინიზმის შესახებ. „ევოლუციური ასოციაციონიზმის” მოძღვრების შემქმნელი.
ჰერბერტ სპენსერი | |
---|---|
ინგლ. Herbert Spencer | |
დაბ. თარიღი | 27 აპრილი, 1820[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] ან 28 აპრილი, 1820[13] |
დაბ. ადგილი | Derby[7] [14] [1] [8] [15] [12] |
გარდ. თარიღი | 8 დეკემბერი, 1903[1] [2] [3] [4] [5] [6] [8] [10] [15] [12] [13] (83 წლის) |
გარდ. ადგილი | ბრაიტონი[1] [14] [15] [12] |
დასაფლავებულია | ჰაიგეიტის სასაფლაო |
მოქალაქეობა | დიდი ბრიტანეთის და ირლანდიის გაერთიანებული სამეფო |
საქმიანობა | ფილოსოფოსი[16] , ეკონომისტი, ანთროპოლოგი, ფსიქოლოგი, ჟურნალისტი, სოციოლოგი[16] , მწერალი[17] , ბოტანიკოსი და ბიოლოგი |
მუშაობის ადგილი | ეკონომისტი |
მეუღლე | |
მამა | William George Spencer |
ხელმოწერა | |
სპენსერი აფართოვებს ასოციაციონისტური ფსიქოლოგიის საგნის გაგებას და მასში მოიაზრებს არამარტო ასოციაციებს შინაგან ფაქტორებს შორის, არამედ კავშირებს ცნობიერებასა და გარე სამყაროს შორის. ფსიქიკური ცხოვრება, როგორც შინაგანის გარეგანთან შეგუების პროცესი, ასოციაციის პრინციპს ემორჩილება. გარეგანი მიმართებები ასოციაციურად იწვევენ შინაგან მიმართებებს. ეს კავშირები სულ უფრო რთულდება და ონტოგენეზში მთელ ინდივიდუალურ გამოცდილებას ქმნის. აგრეთვე არსებობს აგრეთვე მემკვიდრული (სახეობრივი, ფილოგენეზური) გამოცდილება. ასოციაციის კანონების მოქმედება ვრცელდება ფილოგენზზე და ანთროპოგენეზზე. ხშირი გამეორების შედეგად ასოციაციები მემკვიდრეობითი მიდრეკილების სახეს იღებს და მომდევნო თაობათა ნერვულ სისტემაში ფიქსირდება, როგორც თანდაყოლილი ასოციაციები. ასეთებია რეფლექსები, ინსტინქტები, გარკვეული ცოდნა-ჩვევები და უნარ-თვისებები. მათ მიეკუთვნება აგრეთვე ცნობიერების ისეთი აპრიორული ფორმები როგორიცაა სივრცე და დრო.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.