From Wikipedia, the free encyclopedia
ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი (სპარს. حمدالله مستوفی; დ. დაახლ. 1281/1282 ქალაქი ყაზვინი — გ. 1344 [1] ან 1350 [2]) — სპარსი[3][4] ისტორიკოსი და გეოგრაფი. დიდი მოხელე ჰულაგუ-ხანის კარზე.
ჰამდალაფ მოსტოუფი ყაზვინი მიეკუთვნება არაბული ოჯახის ფესვებს, რომელთა წარმომადგენლები IX-X სს. მსახურობდნენ ყაზვინის მმართვლებად, ხოლო XI საუკუნიდან ღაზნევიდების ეპოქაში იკავებდნენ მუსტოუფის წოდებას — ფინანსური მართვის მთავრები — ყაზვინის ვილაიეთში, რაც კარგად ხსნის მათი გვარის წარმოშობას. დაწერა „რჩეული ისტორია“ („თარიხე გოზიდე“, 1330), რომელიც შეიცავს მონღოლელი ილხანებისა და ირანის ადგილობრივი დინასტიების ისტორიას, გამოჩენილი ადამიანების ბიოგრაფიებს, ქალაქ ყაზვინის დაწვრილებით აღწერას, გვხვდება ცნობები საქართველოს შესახებ. ყაზვინს ეკუთვნის აგრეთვე გეოგრაფიული ნაშრომი „გულთა სიამე“ („ნოზჰათ ალ-ყოლუბ“, 1340), რომელიც XIII-XIV სს. ირანისა და მისი მომიჯნავე ქვეყნების ეკონომიკის ისტორიისა და გეოგრაფიის მნიშვნელოვანი წყაროა.
ყაზვინს, როგორც საფინანსო უწყების დიდ მოხელეს, ხელი მიუწვდებოდა ხალხის აღწერის დავთრებზე, საგადასახადო ნუსხებზე. მნიშვნელოვანია მისი ცნობა საქართველოს შემოსავლიანობის შესახებ როგორც წინამონღოლურ, ისე მონღოლთა ხანაში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.