ჰალა ტომასდოტირი

From Wikipedia, the free encyclopedia

ჰალა ტომასდოტირი

ჰალა ტომასდოტირი (ისლ. Halla Tómasdóttir; დ. 11 ოქტომბერი, 1968) — ისლანდიელი ბიზნესმენი და საჯარო მოხელე. ისლანდიის პრეზიდენტი 2024 წლის 1 აგვისტოდან და მეორე ქალი ამ თანამდებობაზე ქვეყნის ისტორიაში.[1] 1998 წელს იყო რეიკიავიკის უნივერსიტეტის დამფუძნებელი გუნდის წევრი. ჰალა ასევე არის საინვესტიციო ფირმა Auður Capital-ის თანადამფუძნებელი.[2]

სწრაფი ფაქტები ისლანდიის პრეზიდენტი, ამჟამინდელი თანამდებობა ...
ჰალა ტომასდოტირი
Thumb
ისლანდიის პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა1 აგვისტო, 2024
პრემიერ-მინისტრი  ბიარნი ბენედიქტსონი
წინამორბედიგუდნი იოჰანესონი

დაბადებული11 ოქტომბერი, 1968 (1968-10-11) (56 წლის)
რეიკიავიკი, ისლანდია
მეუღლებიორნ სკულასონი
შვილები2
განათლებაისლანდიის კომერციული კოლეჯი
დახურვა

ჰალამ ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებზე კანდიდატურა წამოაყენა 2016 წლის 17 მარტს.[3] მან მიიღო ხმების 27,9 %, გავიდა მეორე ადგილზე, გუდნი იოჰანესონის შემდეგ, რომელმაც მიიღო 39,1 %.[4]

2024 წლის 1 ივნისს ჰალამ გაიმარჯვა ისლანდიის საპრეზიდენტო არჩევნებში და დაამარცხა ყოფილი პრემიერ-მინისტრი კატრინ იაკობსდოტირი დაახლოებით 10 %-იანი სხვაობით.[5] მისი საარჩევნო კამპანია ფოკუსირებული იყო ისეთ საკითხებზე, როგორიცაა სოციალური მედიის გავლენა ახალგაზრდების ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე, ტურიზმის განვითარებაზე და ხელოვნური ინტელექტის როლზე.[1]

ჰალა დაოჯახებულია ბიორნ სკულასონზე, მათ ჰყავთ 2 შვილი.[6]

რესურსები ინტერნეტში

  • Lindskog, Chad (16 August 2018). „Memorial QB, an exchange student from Iceland, lives with coach's family“. Evansville Courier & Press. ციტირების თარიღი: 26 January 2019.

სქოლიო

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.