From Wikipedia, the free encyclopedia
ჰაინრიხ I (დ. დაახლ. 876 — გ. 2 ივლისი, 936, მემლებენი) — გერმანიის მეფე 919 წლიდან, საქსონიის ჰერცოგი (912 წლიდან) ლიუდოლფინგების გვარიდან (მეტსახელად "ფრინველმჭერი"), საქსონიური დინასტიის დამაარსებელი. 925 წელს ბრძოლით დაიბრუნა ლოთარინგია. უნგრელთა თარეშის აღსაკვეთად შექმნა სიმაგრეთა სისტემა და მძლავრი კავალერია. 933 წელს რიადის ბრძოლაში (მდინარე უნსტრუტთან) დაამარცხა უნგრელები. 928–929 წლებში დაიწყო ელბისპირა სლავების (პოლაბების) მიწა-წყლის დაპყრობა.
მისი გარდაცვალების შემდეგ მის სახელს დაუკავშირდა ლეგენდა სისხლის აღრევასთან დაკავშირებით. ცოლის გარდაცვალების შემდეგ მოინდომა საკუთარ ქალიშვილზე დაქორწინება, თუმცა მან მოახერხა სხვადასხვა სირთულეების დაძლევით გაქცევა. მეფე შემდეგში დარდისგან გარდაიცვალა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.