From Wikipedia, the free encyclopedia
ჯუმათის მიქაელ და გაბრიელ მთავარანგელოზთა ხატი — ტვიფრული მინანქრით ტექნიკით შესრულებული ოქროს ხატი (0,59x0,41) ჯუმათის მონასტრიდან. ამჟამად ხატი დაკარგულია. ხატზე მოხსენიებული არიან XVII საუკუნის ისტორიული პირები: მამია გიორგის ძე გურიელი და მისი მეუღლე თინათინი.
ხატი აღწერილი აქვს დიმიტრი ბაქრაძეს[1], ასევე შეტანილი აქვს ნიკოდიმ კონდაკოვს თავის შრომაში[2]. ხატს ამშვენებდა წარწერები:
„Ⴕ. ႼႬႭ: ႻႪႧႠ: ႫႧႠႥႰႬႭ: ႸႤႧ: ႪႲ: Ⴅ ႬႨႱ: ႻႤ:“ | |
(ქ. წმიდანო ძალთა მთავარნო შეიწყალეთ ლიპარიტ (ვარდანის) ძე) |
კონდაკოვის აზრით მინანქრები XIII-XIV საუკუნეებს მიეკუთვნება.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.