From Wikipedia, the free encyclopedia
ჯონათან დენიელ ”ჯონ” ჰემი (Jonathan Daniel "Jon" Hamm; დ. 10 მარტი, 1971) — ამერიკელი მსახიობი, ცნობილი ძირითადად სატელევიზიო როლებით. 1990-იანი წლების მეტი წილი ლოს-ანჯელესში ცხოვრობდა და უმუშევარი იყო. ამ პერიოდში ის რამდენიმე სატელევიზიო სერიალში გამოჩნდა, მათ შორის: ”Providence”, ”The Division”, ”What About Brian”, და ”Related”. 2000 წელს შედგა მისი დებიუტი კლინტ ისტვუდის სათავგადასავლო მხატვრულ ფილმში ”კოსმოსური კოვბოები”. მომდევნო წელს ჰემი მეორეხარისხოვან როლში გამოჩნდა დამოუკიდებელ კომედიურ ფილმში ”Kissing Jessica Stein” (2001).
ჰემს მსოფლიო წარმატება AMC-ს დრამატულ სერიალში ”Mad Men” სარეკლამო ბოსის დონ დრეიპერის მთავარი როლის შესრულებამ მოუტანა, რომლის პრემიერა 2007 წლის ივლისში შედგა. მისმა შესრულებამ 2008 წელს დრამატულ სერიაში საუკეთესო მსახიობის კატეგორიაში ოქროს გლობუსი მოუტანა. გარდა ამისა, ჰემმა მეორეხარისხოვანი როლი შეასრულა 2008 წლის მეცნიერულ-ფანტასტიკური ფილმის რიმეიკში ”The Day the Earth Stood Still” და მთავარი როლი დამოუკიდებელ თრილერში ”Stolen” (2010).
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.