ქართველი მომღერალი, ერისიონის ყოფილი სამხატვრო ხელმძღვანელი From Wikipedia, the free encyclopedia
ჯემალ ჭკუასელი (დ. 18 მაისი, 1935, შემოქმედი — გ. 17 დეკემბერი, 2021, თბილისი) — ქართველი მომღერალი, ანსამბლ „ერისიონის“ სამხატვრო ხელმძღვანელი 1986-2015 წლებში, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1988), საქართველოს სახალხო არტისტი (1990), ღირსების ორდენის კავალერი (1995).
ჯემალ ჭკუასელი | |
---|---|
დაბადების თარიღი |
18 მაისი, 1935 შემოქმედი, საქართველოს სსრ, სსრკ |
გარდაცვალების თარიღი |
17 დეკემბერი, 2021 (86 წლის) თბილისი, საქართველო |
ეროვნება | ქართველი |
მოქალაქეობა |
სსრკ → საქართველო |
ალმა-მატერი | საქართველოს სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტი |
საქმიანობა | მომღერალი, ქორეოგრაფი |
დამსაქმებელი | ერისიონი |
რელიგია | მართლმადიდებლობა |
მეუღლე(ები) | გიული ჭულუხაძე |
მშობლები |
მამა: შერმანდი ჭკუასელი დედა: ანა გალოგრე |
ჯილდოები |
დაიბადა 1935 წლის 18 მაისს შერმადინ ჭკუასელისა და ანა გალოგრეს ოჯახში.
1970 წელს დაამთავრა სასოფლო-სამეურნეო ინსტიტუტის აგრონომიის ფაკულტეტი.
1971-1973 წლებში იყო გარდაბნის რაიონის მთავარი აგრონომი; 1976-1979 წლებში საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის მომღერალი; 1979-1986 წლებში ქუთაისის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლის დირექტორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, მთავარი დირიჟორი. 1986-2015 წლებში იყო საქართველოს ხალხური სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის (1999 წლიდან ეწოდა „ერისიონი“) სამხატვრო ხელმძღვანელი და დირექტორი; 2015 წლიდან ანსამბლის მთავარი დირიჟორი. 1997 წლიდან არის ქართული ხალხური სიმღერისა და ცეკვის აღორძინებისა და დაცვის საერთაშორისო ფონდის დირექტორი.
2013 წლის 18 მაისს ალექსანდრე წუწუნავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრის წინ მისი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა.[1]
2015 წლის 17 მაისს, ქართული ხელოვნების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის, კულტურის სამინისტროს უმაღლესი ჯილდო — „ხელოვნების ქურუმი“ გადაეცა.[2]
პარკინსონის დაავადებისაგან გამოწვეული გართულების შედეგად 2021 წლის დეკემბერში გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც 17 დეკემბერს გარდაიცვალა 86 წლის ასაკში.[3]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.