From Wikipedia, the free encyclopedia
ხელხვავი — ქართული ხალხური სიმღერების ჯგუფი. ხელხვავი პოლიფონური ნადური სიმღერაა, რომელიც დასავლეთ საქართველოში, განსაკუთრებით იმერეთში, გურიასა და აჭარაში, იყო გავრცელებული. ხელხვავი სრულდებოდა სასოფლო სამეურნეო შრომის პროცესში: კალოზე სიმინდის რჩევის, ღომის აღება-დამუშავების, ოჯახში მოსავლის დაბინავების შემდეგ. შესაბამისად არსებობს „კალოს ხელხვავი“ და „სუფრის ხელხვავი“. სიმღერის ტექსტები ნაწილობრივ რელიგიური შინაარსისაა, ნახსენებია წმინდანები გიორგი და გრიგოლი, მთავარანგელოზი, რომლებზეც იყო თითქოს დამოკიდებული მოსავლის ბედი. ვარაუდობენ, რომ ხელხვავები წარმართული წარმოშობისაა.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.