Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ხაბელაშვილების ხიდი — ხიდი შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ ხაბელაშვილებში. აუშენებია გვარად ბერიძეს, ხაბელაშვილების მკვიდრს XVIII საუკუნეში.[1] ხიდი სიგრძით 26 მეტრს აღწევს და დაახლოებით სამი საუკუნისაა. იგი ოსტატს სოფლების ერთმანეთთან დასაკავშირებლად აუგია, თუმცა არსებობს მოსაზრებაც, რომ ხიდს წარსულში სატრანზიტო მნიშვნელობა ჰქონდა და შუახევის მუნიციპალიტეტის ჭვანისწყლის ხეობის სოფლების — ბრილის, ზემო ხევისა და ბარათაულის დამაკავშირებელი გზა იყო, რომელიც ასევე უკავშირდებოდა ხულოს მუნიციპალიტეტთან დამაკავშირებელ გზას.
ხიდი თავისი ავთენტურობით, მშენებლობისას გამოყენებული ელემენტებითა და გადახურვით უნიკალური და უიშვიათესია მთელ დასავლეთ საქართველოში. ხის კოჭებიანი ხიდი ქვის ბურჯებზეა დაყრდნობილი, მშენებლობისას გამოყენებულია ხის უნიკალური ჯიშები: წაბლი — ხიდის მზიდ და საყრდენ მალებად, ურთხმელი — მალებად ბურჯებში, ჭერის ქვეშ (გადახურვისას) და მუხა — საყრდენ ბოძებად. იატაკი, მოაჯირი და გადახურვის კოჭები ხისაა. იგი სახურავით მთლიან სიგრძეზეა გადახურული, ხოლო ბოლოები სამკუთხა ფრონტონებით ბოლოვდება. გადახურვის დამჭერი ძელები რკალური ფორმისაა. გადახურვა ეყრდნობა ხიდის მიმყოლად განლაგებულ ბოძებს, რომლებიც გამაგრებულია დახრილად, განლაგებული ძელებით. ხიდის ბალავარო ქვითკირითაა ნაგები. ასევე აღსანიშნავია, ისიც, რომ ხიდი ბზის მასალითაცაა აგებული. ადრე იგი ხის კოჭებიანი ყავრით იყო გადახურული, მაგრამ XX საუკუნის ბოლოს თუნუქით გადახურეს, დაზიანებების გამო.
2013 წელს, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის №3/182 ბრძანებით, ხაბელაშვილების ხიდს კულტურული მემკვიდრეობის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.[1]
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.