From Wikipedia, the free encyclopedia
ჭულის მონასტერი ან ჭულევის მონასტერი — XIV საუკუნის წმინდა გიორგის სახელობის გუმბათოვანი ტაძარი[1]. მდებარეობს ისტორიულ სამცხეში, პატარა ზანავში, ადიგენის მუნიციპალიტეტში, მდინარე ქვაბლიანის მარცხენა ნაპირზე.
ჭულის მონასტერი | |
ძირითადი ინფორმაცია | |
---|---|
გეოგრაფიული კოორდინატები | 41°42′14″ ჩ. გ. 42°42′08″ ა. გ. |
რელიგიური კუთვნილება | საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია |
პროვინცია | სამცხე-ჯავახეთის მხარე |
მუნიციპალიტეტი | ადიგენის მუნიციპალიტეტი |
მემკვიდრეობითი ადგილმდებარეობა | ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქია |
ხუროთმოძღვრების აღწერა | |
ხუროთმოძღვრული სტილი | გუმბათოვანი ტაძარი |
თარიღდება | XIV საუკუნე |
განეკუთვნება საფარისა და ზარზმის მონასტრების ხუროთმოძღვრულ ჯგუფს. ტაძრის გეგმა და შიგა სივრცე ტიპურია - იგი ოდნავ წაგრძელებული, გეგმით სწორკუთხა ნაგებობაა შვერილების გარეშე. გუმბათი დაყრდნობილია საკურთხევლის კედლებსა და 2 ჯვარისებრ გუმბათქვეშა ბურჯზე. საკურთხევლის აფსიდში 2 ნიშია. სამკვეთლოსა და სადიაკვნეს აღმოსავლეთით აფსიდები აქვთ. შესასვლელი ორია - დასავლეთით და სამხრეთით. გუმბათის ყელში 6 სარკმელია. კონქის ქუსლის სიმაღლეზე პროფილირებული სარტყელი გარს უვლის მთავარ ჯვაროვან სივრცეს. განსაკუთრებით თვალში ცრუპატრონიკეები. არის განმასხვავებელი ნიშნებიც: აქ შიგა სივრცე უფრო კომპაქტურია. მკლავები და კუთხის ნაწილები უფრო შემჭიდროებულია გუმბათქვეშა სივრცის გარშემო და გუმბათიც უფრო მაღალი ჩანს, რასაც ხელს უწყობს ქვედა კორპუსის ამაღლება და გუმბათის დიამეტრის სიმცირე. ტაძარი შიგნით მოხატულია არსენის მიერ 1381 წელს. სამხრეთის კედელზე, შესასვლელის ზემოთ, განირჩევა რამდენიმე მამაკაცის პორტრეტი. ესენი ჯაყელები არიან, რომლებიც საფარასა და ზარზმაშიც გვხვდება: სარგის-საბა, ბექა I, სარგის II, ყვარყვარე I, აქვეა გამოსახული მეხუთე პირიც, ბექას უმცროსი ვაჟი შალვა. მხატვრობის სხვა ნაწილებში, ჩვეულებისამებრ, საღვთო წერილის სიუჟეტებია გადმოცემული.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.