From Wikipedia, the free encyclopedia
ჭინკა — მავნე ჯუჯა, მიწის ავსული, ღამეული არსება; „ქაჯი“, ჰაერის მცველი, „მაცდურად იტყვიან გლეხნი“ (საბა). ქართულ მითოლოგიაში ამ ავსულს თავისებური მტკიცე ადგილი უჭირავს. დაახლოებით სკანდინავიური ტროლების, გერმანული გნომების, ასევე მორმოლიკების და ემპუსას რანგის მაცდურებია, საშიშნი სიმრავლითა და სიავით. ხალხურ მეტყველებაში ცქვიტის, მარდის და მოხერხებულის მნიშვნელობა აქვს მიღებული (მაგ.: „ჭინკა ბიჭი“).
ჭინკობისთვე — სექტემბერია. ოქტომბერ-ნოემბერი ჭინკების სათარეშოდ ითვლებოდა. „ჯვარი აქაურობას და იმ თვეში ატყდებიან პატარა ჭინკები, დადიან ხმელეთად, ადამიანად“ — აკაკი წერეთელი. 7 დეკემბერს მიქელ-გაბრიელი ბოჭავს და წყალში ყრის ჭინკებს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.