From Wikipedia, the free encyclopedia
წმინდანები — განსაკუთრებული სიწმინდით გამორჩეული პიროვნებები, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები არიან ბევრ რელიგიაში, განსაკუთრებულად ქრისტიანობაში.
ტერმინი ყველაზე ხშირად ქრისტიანებთან მიმართებაში გამოიყენება და ნიშნავს წმინდას ან უბიწოს. ამ ტერმინს იყენებენ ასევე სხვა რელიგიებშიც, რომ გამოხატონ დამსახურებული ადამიანის პატივისცემა. მაგალითისთვის იხილეთ: ჰინდუ წმინდანები, ჯონ ა. კოულმენი, იესოს საზოგადოება, თეოლოგიური კურსდამთავრებულთა გაერთიანება, ბერკლი[1], წერენ, რომ წმინდანებს სხვადასხვა კულტურასა და რელიგიაში აქვთ შემდეგი მსგავსებები:
ერთ-ერთი კათოლიკური საიტი ამტკიცებს, რომ "ისტორიაში ცნობილია 10 000-ზე მეტი წმინდანი "[3]. კათოლიკური ეკლესია ასწავლის, რომ სინამდვილეში, ისინი არავის ქმნიან წმინდანად, არამედ იგი მიჩნეულია წმინდანად[4]. ეკლესიაში წმინდანის წოდება ენიჭება ადამიანს, რომელიც ოფიციალურად იყო კანონიზირებული (მიჩნეული) კათოლიკური ეკლესიის მიერ და აქედან გამომდინარე სჯეროდათ, რომ იქნებოდა სამოთხეში.
ალბან ბალტერმა გამოსცა "წმინდანთა ცხოვრება" 1756 წელს, რომელიც მოიცავდა 1486 წმინდანს. შემდეგ ნამუშავარს რედაქტირება გაუკეთა მამა ჰერბერტ თარსტონმა და ბრიტანელმა ავტორმა დონალდ ატუოტერმა. ეს უკანასკნელი ნამუშევარი მოიცავდა 2565 წმინდანის ცხოვრებას[5].
მართლმადიდებლურ ეკლესიაში წმინდანად არის მიჩნეული ყველა, ვინც არის სამოთხეში[6]. განმარტების მიხედვით, ადამი და ევა, მოსე, სხვადასხვა წინასწარმეტყველები, ანგელოზები და მთავარანგელოზები, ყველას აქვთ მიცემული "წმინდანის" წოდება. მართლმადიდებლობაში წმინდანობა უთუოდ არ ირეკლავს მორალურ მოდელს, მაგრამ ერთიანია ღმერთთან: უამრავი მაგალითი შეიძლება მოვიყვანოთ ადამიანებისა, რომლებიც ცხოვრობდნენ უდიდეს ცოდვებში და შემდეგ გახდნენ წმინდანები მორჩილებისა და მონანიების შემდეგად, ესენი არიან მარიამ ეგვიპტელი, ეთიოპიელი მოსე, სამართლიანი ჯეიმზი და ისმასი, მომნანიებელი ქურთი, რომელიც ჯვარს აცვეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.