From Wikipedia, the free encyclopedia
ძუძუ ანუ სარძევე ჯირკვალი (ლათ. glandula mamaria) მამაკაცებში მთელი სიცოცხლის მანძილზე ჩანასახოვან მდგომარეობაში რჩება. ქალის ძუძუ მდებარეობს მკერდისა და იღლიის ხაზებს შორის, III ნეკნიდან VII ნეკნამდე. მისი ფორმა და სიდიდე ინდივიდუალურად ცვალებადია, ამასთან, დამოკიდებულია ასაკზე, მშობიარობათა რაოდენობაზე, ფუნქციურ მდგომარეობასა და ნაკვებობაზე.
ადამიანის ძუძუ მოთავსებულია გულმკერდის ზედაპირული ფასციისგან, შექმნილ კაფსულში, რომელიც ლავიწთან არის დაკავშირებული. გარდა ამისა კაფსული მკვრივი შემაერთებელი ქსოვილოვანი ფირფიტებით დაკავშირებულია კანის ღრმა შრესთან, ხოლო ფაშარი შემაერთებელი ქსოვილით — მკერდის ფასციასთან. ჯირკვლის მფარავი კანი თხელია, კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი კარგად არის განვითარებული. ფასციური კაფსულიდან სარძევე ჯირჯვალში მიემართება ფიბროზული ძგიდეები, რომლებიც მას ყოფენ რადიალურად განლაგებულ 15-20 წილად. თითოეული წილის გამომტანი სადინარი დვრილში შესვლამდე თითისტარისებრ განივრდება, ბოლოში კვლავ ვიწროვდება და იხსნება დვრილზე 8-15 ძაბრისებრ გაგანიერებული ხვრელით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.