Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ცეცხლი — ვიწრო გაგებით აალებული გაზებისა ან პლაზმის მთლიანობა, რომელიც წარმოიშვება როგორც შემდეგი ქმედებების შედეგი -
ცეცხლი არის წვის პროცესის ძირითადი ფაზა და აქვს თვითგავრცელების უნარი. ცეცხლის საკუთარი ტემპერატურა დაფუძნებულია ცეცცხლის წყაროზე.
სამხედრო საქმეში ტერმინი „ცეცხლი“ იხმარება ცეცხლსასროლი იარაღიდან სროლის აღსანიშნავად.
ცეცხლის აღმოჩენა და მართვა ითვლება კაცობრიობის ერთ-ერთ უდიდეს მიღწევად. პირველყოფილი ადამიანი ცეცხლს თაყვანსა და შიშს იწვევდა. ცეცხლის მეშვეობით ადამიანმა შეძლო - ცივი კლიმატური პირობების გადატანა, საჭმლის გაკეთება, ღამით ტერიტორიის განათება, გარეული ცხოველების გაგდება, ტყით დაფარული ტერიტორიის გაწმენდა და მათი სათეს მინდვრებად გადაქცევა, თიხის ჭურჭლის დამუშავება, მეტალების დადნობა და სხვ.
ცეცხლს უკავია სერიოზული მნიშვნელობა რამდენიმე მითოლოგიაში.[1] ძველბერძნულ მითოლოგიაში ცეცხლთან კავშირი ჰქონდა რამდენიმე ღვთაებას (გეფესტი, ვესტა, ჰესთია, ტიტანი პრომეთე). ძველინდურ მითოლოგიაში ცეცხლის ღვთაება იყო აგნი, კელტურ მითოლოგიაში ცეცხლის ღვთებას ბრიგიდი ერქვა. ზოროასტრიზმში ცეცხლი არის ღვთაებრივი სტიქია და გამოსახავს უმაღლეს სიმართლეს, არტს.
წყალთან, მიწასთან და ჰაერთან ერთად ცეცხლი ითვლება ერთ-ერთ პირვანდელ ელემენტად.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.