Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ჩრდილოეთ მაკედონიის ადმინისტრაციული დაყოფა მოიცავს 84 თემს და ქალაქ სკოპიეს, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის დამოუკიდებელ ერთეულს. ამგვარი დაყოფა დაწესებულია ტერიტორიული ორგანიზებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ მიღებული კანონით, რომელიც მიიღეს 2004 წელს. დედაქალაქ სკოპიეს აქვს საერთო ადმინისტრაციული ცენტრის სტატუსი. მოიცავს 10 საქალაქო თემს: აეროდრომი, ბუტელი, გაზი-ბაბა, გიორჩე-პეტროვი, კარპოში, კისელა-ვოდა, სარაი, ცენტარი, ჩაირი და შუტო ორიზარი.
მოსახლეობის მიხედვით უდიდესია კუმანოვოს თემი — 105 484 ადამიანი, ხოლო უმცირესი — ვრანეშტიცის თემი — 1322 ადამიანი.
ფართობის მიხედვით უდიდესია პრილეპის თემი — 1194 კმ², ხოლო უმცირესი — ჩაირის თემი — 3,5 კმ².
ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა ასევე იყოფა 8 სტატისტიკურ რეგიონად: ვარდარის, აღმოსავლეთი, პელაგონიის, პოლოგის, ჩრდილო-აღმოსავლეთი, სკოპიეს, სამხრეთ-აღმოსავლეთი და სამხრეთ-დასავლეთი რეგიონები.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.