From Wikipedia, the free encyclopedia
ჩიკაგოს მეტროპოლიტენი (შემოკლებული სახელწოდებები The "L", "El", "EL", ან "L") — ჩიკაგოში მეტროპოლიტენის სისტემა; აშშ. გადამყვანი ორგანიზაციის დასახელებაა Chicago Transit Authority (CTA). ჩიკაგოს მეტროპოლიტენი აშშ-ში მეორე მეტროა დატვირთულობის მიხედვით ნიუ-იორკის მეტროპოლიტენის შემდეგ.[4] The "L"-ის უძველესი ნაწილი 1892 წელს ააშენეს, ამიტომ, ჩიკაგოს მიწისქვეშა ტრანსპორტი ამერიკაში მეორეა ხანდაზმულობით ნიუ-იორკის მეტროს შემდეგ, რომლის პირველი მოქმედი ნაწილი 1880-იან წლებში აშენდა.
XIX საუკუნის მიწურულს ამერიკული ქალაქი ჩიკაგო მსოფლიოს უმსხვილეს სატრანსპორტო კვანძად გადაიქცა — ჩიკაგოში იყრიდა თავს 20 სარკინიგზო ხაზი, ტბა მიჩიგანზე კი შეუჩერებლივ მუშაობდა პორტი და უამრავი ნავმისადგომი.
ამდენად, სხვადასხვა პუნქტებში ტვირთების გადაზიდვა უკვე შეუძლებელი გახდა, ამიტომ, ქალაქის ახალი სატრანსპორტო სისტემით აღჭურვა გახდა საჭირო და რაც არ უნდა უცნაურად ჟღერდეს, ინიციატივა ღვინის მარნების მეპატრონეებმა ითავეს. მათ სააქციო საზოგადოება დააარსეს, და მსოფლიო გამოცდილების გათვალისწინებით, არადა, იმხანად სულ რამდენიმე მეტროპოლიტენი იყო დედამიწაზე, ჩიკაგოს მიწისქვეშას შექმნაზე დაიწყეს მუშაობა. საზოგადოებამ ამ წამოწყების წინააღმდეგ აღმდგარ სახლების მეპატრონეებს აუხსნა, რომ ლიანდაგების გაყვანა მათივე სასარგებლოდ ხდებოდა, რადგან სატელეფონო და სატელეგრაფო ხაზებს ახალი გაყვანილობა სჭირდებოდათ. პირველი ხაზების გაყვანისას 70 კმ გაითხარა მიწისქვეშ. 8 მ სიღრმეზე გაყვანილ რკინიგზას სამ-სამი რელსი ჰქონდა, ლიანდაგების სიგანე 60 სმ იყო. გზას 75 ცხენისძალიანი ელექტრომავლები ემსახურებოდნენ, რომლებსაც combination car-ის ტიპის ვაგონები დაჰყავდათ შემადგენელი ბორტებით.
ამ მიწისქვეშა მაგისტრალიდან მიღებულმა მოგებამ ყველა მოლოდინს გადააჭარბა. 1892 წელს ჩიკაგოში ღია მეთოდით ესტაკადებზე აშენებული სამგზავრო მეტროპოლიტენი აამოქმედეს. მაგრამ, რამდენადაც საავტომობილო ტრანსპორტის განვითარება უსწრაფესი გზებით მიმდინარეობდა, ხოლო სარკინიგზო ესტაკადებთან საცობები იქმნებოდა, მეტროს ხმაურის გამო კი ხაზებთან ახლომდებარე ქუჩებზე ბინების ფასმა დაიწია, 1904 წლის გადაწყვეტილებით, მსოფლიოში პირველი სავაჭრო მეტროპოლიტენისთვის მგზავრთათვის განკუთვნილი მიწისქვეშა გვირაბების გაყვანა დაიწყეს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.