Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
კლარა ჯოზეფინა ვიკი (მოგვიანებით შუმანი) (გერმ. Clara Josephine Wieck Schumann; დ. 13 სექტემბერი, 1819, ლაიფციგი — გ. 20 მაისი, 1896, ფრანკფურტი) — გერმანელი კომპოზიტორი, პიანისტი და მუსიკალური პედაგოგი. კომპოზიტორ რობერტ შუმანის ცოლი.
დაიბადა ლაიფციგში, განთქმული ფორტეპიანოს პედაგოგის ფრიდრიხ ვიკის ოჯახში. 5 წლიდან შეუდგა ფორტეპიანოზე დაკვრას. 10 წლიდან გამოდიოდა კონცერტებზე. 1828 წელს - 9 წლის ასაკში გაიცნო ახალგაზრდა მუსიკოსი რობერტ შუმანი, როდესაც ის მამამისის მოსწავლე გახდა. როდესაც ფრიდრიხ ვიკმა იგრძნო, ბავშვების ახლო ურთიერთიბა, მათი სიყვარულის წინააღმდეგი იყო. 1840 წლის 12 სექტემბერს ისინი დაქორწინდნენ. კლარა შუმანი ქმრის ნაწარმოებების დიდი ნაწილის პირველი შემსრულებელი იყო.
მეგობრობდა იოჰანეს ბრამსთან. ქმრის სიკვდილის შემდეგ - 1856 წელს გახდა პედაგოგი და ფრანკფურტის კონსერვატორიის პროფესორი. წერდა რომანსებს და საფორტეპიანო ნაწარმოებებს. გარდაიცვალა ფრანკფურტში 1896 წლის 20 მაისს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.