From Wikipedia, the free encyclopedia
შალიკაშვილების ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კოშკების განაპირას, ჩრდილოეთით, მაღალი მთის ფერდობზე. თარიღდება X-XI საუკუნეებით.
ეკლესია დარბაზულია (12,8 X 7,6 მ). შიდა კედლები ნაგებია მცირედ დამუშავებული ქვით, ფასადები შემოსილია სხვადასხვა ზომის თლილი ქვით. 1920 წლის მიწისძვრას ეკლესია თითქმის მთლიანად დაუნგრევია. შესასვლელი დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით ჰქონია. აღმოსავლეთით, დასავლეთით და ჩრდილოეთით თითო სარკმელია, სამხრეთით - ორი. დარბაზი გადახურული იყო საბჯენ თაღებზე დაყრდნობილი ცილინდრული კამარით. აფსიდში ორი ნიშია. შემორჩენილია გვიანდელი მოხატულობის ფრაგმენტები და ამავე პერიოდის აგურის კანკელი, რომელსაც შუაში თაღოვანი კარი ჰქონდა.
ეკლესიაზე სამხრეთით მიშენებულია ეგვტერი. შენობის დასავლეთის კარის თავზე არსებული მხედრული წარწერის თანახმად ეგვტერი, კარიბჭე და სამრეკლო (არ შემორჩენილა) 1708 წელს აუშენებია ედიშერ შალიკაშვილს. ეგვტერი დარბაზულია (7,4 X 4,6 მ), ნაგებია ნატეხი ქვით. ლავგარდანი და კონსტრუქციის ნაწილები თლილი ქვისაა. შესასვლელი დასავლეთითაა. აღმოსავლეთით და სამხრეთით თითო სარკმელია. დარბაზი გადახურულია შეისრული კამარით, რომელიც ეყრდნობა საბჯენ თაღს. სარკმლები ფასადების მხრიდან მცირედ დეკორირებულია. ეგვტერს დასავლეთიდან მიშენებული აქვს გეგმით კვადრატული, სფერული კამარით გადახურული კარიბჭე, რომელიც სამხრეთიდან და დასავლეთიდან გახსნილია თაღებით. კარიბჭე ჩრდილოეთით დაკავშირებულია ეკლესიის სამხრეთ შესასვლელთან. კარიბჭის ოთხივე კუთხის საყრდენები თლილი ქვისაა. მათი კაპიტელები და ბაზისები მორთულია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.