შაბანის ციხე
From Wikipedia, the free encyclopedia
From Wikipedia, the free encyclopedia
შაბან კალესის ციხე — ციხე თურქეთში მდინარე ხარშიტის წყლის მარცხენა სანაპიროზე. ცენტრალური გზიდან უნდა გადალახო მდინარე ხარშიტი და შეუყვე სოფელ დოხუზ–კონაღის აღმართებს. ამ სოფლის ძველი სახელია ზანდანი. გზაა სოფლის ცენტრამდე ძალზე ცუდია. ციხე, უფრო ზუსტად ციხე-კოშკი სოფლის თავში, ხეობისაკენ წინ წამოზიდულ კლდოვან, პირამიდისებური ფორმის ბორცვზეა დაშენებული. აქედან შესანიშნავად მოსჩანს ხეობა, ოთხივე მხრივ კარგად მოზრდილ მანძილზე. ადგილობრივთა გადმოცემით, ხარშიტის ხეობაზე გამავალი ძველი გზები ძირითადად ხეობის მარცხენა მხარის ზედა ნაწილში იყო გამართული, რადგან აქ რელიეფი შედარებით არაა მკაცრი. ბევრია მოვაკებული ადგილები, რომლებზედაც სოფლებია გაშენებული. მათივე გადმოცემით ძველი გზა სწორედ იმ მაღლა აზიდული ბორცვის ძირში გაივლიდა, რომელზედაც ციხე იყო დაშენებული. ძეგლი თითქმის მთლიანადაა დანგრეული. მხოლოდ აქა-იქ შეინიშნება საძირკვლის ნაშთები. ადგილობრივთა გადმოცემით, იგი დანგრევამდეც მცირე მოცულობის ნაგებობა იყო. როგორც ჩანს, ეს ციხე-კოშკი აქ გამავალ გზას აკონტროლებდა და ამავე დროს მას საგუშაგო-სასიგნალო დანიშნულების ფუნქციაც უნდა ჰქონოდა. ვფიქრობთ, იგი ხეობის როგორც ზედა, ისე ქვედა ზონაში არსებულ საფორტიფიკაციო ნაგებობებთან იყო დაკავშირებული და თავისი ადგილმდებარეობიდან გამომდინარე შუალედურ რგოლს წარმოადგენდა. ჩანს, რომ ხეობას უკვე ადრებიზანტიური ეპოქიდან მაინც ჰქონდა ერთ ჯაჭვზე ასხმული თავდაცვის სისტემა ზღვის სანაპიროდან ხეობის სათავეებამდე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.