From Wikipedia, the free encyclopedia
ყრმა ბარული – მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანი, ხსენების დღე არის ძველი სტილით 18 ნოემბერი, ახალი სტილით - 1 დეკემბერი. მას რომანოზ დიაკონთან ერთად მოიხსენიებს მართლმადიდებელი ეკლესია. როდესაც რომანოზი საპყრობილეში ჩააგდეს მან ანტიოქიის მმართველს ასკლიპიადს იქვე მდგომ ბარულზე მიუთითა და უთხრა:
„– „ეს ბავშვი შენზე, მხცოვან უგნურზე ბრძენია: იგი მცირეწლოვანია, მაგრამ ჭეშმარიტი ღმერთი იცის, შენ კი ღმერთს არ იცნობ“. ასეთი მოულოდნელი გაკილვით გაოცებულმა მმართველმა ყრმას თავისთან მოუხმო და ჰკითხა: –„მეგობარო, შენ რომელ ღმერთს სცემ თაყვანს?“ - „იესო ქრისტეს“, - უპასუხა ნეტარმა. - „რითი სჯობს თქვენი ქრისტე ჩვენს ღმერთებს?“ - კვლავ ჰკითხა ასკლიპიადმა. - „იმით, რომ ის ჭეშმარიტი ღმერთია, ჩვენ ყველანი მან შეგვქმნა და გამოგვისყიდა“, - მიუგო ყრმამ.“ |
გაბრაზებულმა მტარვალმა ბავშვის გაროზგვა ბრძანა. წმინდა ბარული მოთმინებით იტანდა დაუნდობელ გვემას. თითქმის სისხლისგან დაცლილმა წმინდა ყრმამ ცოტაოდენი წყალი ითხოვა. მაშინ ხალხს ყრმა მოწამის დედა გამოეყო და შვილს შეაგონა, ყველაფერი დაეთმინა ქრისტესთვის. ბოლოს ასკლიპიადმა განკარგულება გასცა, ბავშვისთვის თავი მოეკვეთათ. დედამ შვილი თვითონ წაიყვანა სიკვდილით დასჯის ადგილისკენ, ეხვეოდა მას, კოცნიდა, თან ამშვიდებდა და განამტკიცებდა, რომ აღმართული მახვილის არ შეშინებოდა:
- ამ სიტყვებით მიიყვანა ახოვანმა ქალმა წმინდა ბარული საჯალათო კუნძთან. ყრმა მოწამე ისე აღესრულა, რომ კვნესაც არ აღმოხდენია. დედამ ქრისტესთვის აღსრულებული შვილის წმინდა ნეშტი ცრემლებით დაალტო და მიწას მიაბარა.
„წმიდანთა ცხოვრება“, ტომი IV, თბილისი, 2003 წ.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.