From Wikipedia, the free encyclopedia
ყვარელი — ადგილწარმოშობის დასახელების კონტროლირებადი უმაღლესი ხარისხის მშრალი წითელი ღვინო. ღვინო მზადდება საფერავის ჯიშის ყურძნისგან, დურდოს სრული დადუღებით.
ღვინო „ყვარელი“ ხასიათდება მუქი წითელი შეფერვით, ჯიშური არომატით, ექსტრაქტულობით, ჰარმონიულობით, განსაკუთრებული ბუკეტით.
ღვინო „ყვარელის“ მოცულობითი სპირტშემცველობა უნდა შეადგენდეს 10,5-12,0%-ს, შაქრების მასური კონცენტრაცია — არაუმეტეს 4 გ/დმ³, ტიტრული მჟავიანობა — 5,5-7,0 გ/დმ³, აქროლადი მჟავიანობა — არაუმეტეს 1,2 გ/დმ³, დაყვანილი ექსტრაქტის მასის კონცენტრაცია — არანაკლებ 20 გ/დმ³.
„ყვარლის“ სპეციფიკური ზონის ფართობი შეადგენს დაახლოებით 100 კმ².
მევენახეობის სპეციფიკური ზონა „ყვარელი“ მდებარეობს შიდა კახეთში, ყვარლის მუნიციპალიტეტში, მდინარე ალაზნის მარცხენა სანაპიროზე (გაღმამხარი), მდინარე ბურსას მარცხენა სანაპიროზე, კახეთის კავკასიონის სამხრეთ დაქანებაზე, ჩრდილო განედის 41°58' და აღმოსავლეთ გრძედის 45°50'კოორდინატებზე, ზღვის დონიდან საშუალოდ 450 მ სიმაღლეზე. ბარისძირი უკავია ალაზნის ვაკეს, რომელიც ჩრდილოეთისაკენ მაღლდება – გადადის მთისწინეთის ზოლში და მიბჯენილია კავკასიონის ძირზე.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.