From Wikipedia, the free encyclopedia
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, ყარაჩაი-ჩერქეზეთის აო (რუს. Карачаево-Черкесская автономная область, Карачаево-Черкесская АО; 12 იანვარი, 1922 — 26 აპრილი, 1926 და 11 თებერვალი, 1957 — 16 მაისი, 1992) — ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეული რსფსრ-ის სტავროპოლის მხარის შემადგენლობაში. მდებარეობდა კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე. ფართობი 14.1 ათასი კმ². მოსახლეობა 417 ათასი კაცი (1989). ადმინისტრაციული ცენტრი — ჩერკესკი. ავტონომიურ ოლქში შედიოდა 8 რაიონი, 4 ქალაქი და 10 დაბა.
ყარაჩაელთა და ჩერქეზთა წინაპრები ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორიაზე უძველესი დროიდან ცხოვრობდნენ. V-XIII საუკუნეებში დაიწყო ფეოდალურ ურთიერთობათა ჩასახვა. IX-X ყარაჩაი-ჩერქეზეთის ტერიტორია ალანთა ადრინდელ ფეოდალურ სახელმწიფოში შედიოდა. XII-XIV საუკუნეებში ჩამოყალიბდა ყარაჩაელი ხალხი. მოსახლეობა მესაქონლეობასა და მიწათმოქმედებას მისდევდა. XIX საუკუნის I ნახევარში ყარაჩაი-ჩერქეზეთი რუსეთს შეუერთდა. 1868 წელს გაუქმდა ბატონყმობა. დაიწყო მრეწველობის განვითარება. გაფართოვდა და განმტკიცდა კავშირები რუს მოსახლეებსა და ადგილობრივ მცხოვრებლებს შორის.
1905-1907 წლების რევოლუციის დროს შეიქმნა სოციალ-დემოკრატიული წრე. 1917 წლის თებერვლის რევოლუციის შედეგ ჩამოყალიბდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭოები. 1918 წლის თებერვალში დამყარდა საბჭოთა ხელისუფლება. 1920 წელს თეთრგვარდიელთა განდევნის შემდეგ გატარდა საბჭოთა ხელისუფლების დეკრეტები, მემამულეებს ჩამერთვათ მიწები. 1922 წლის 12 იანვარს, სრულიად რუსეთის ცაკის დადგენილებით შეიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი, რომელიც 1926 წლის 26 აპრილს გაიყო ყარაჩაის ავტონომიურ ოლქად და ჩერქეზეთის ეროვნულ ოკრუგად. ჩერქეზულ ნაწილს ავტონომია 1928 წლის 30 აპრილს მიენიჭა.
მეორე მსოფლიო ომის დროს 1942 წლის აგვისტოდან 1943 წლის იანვრამდე ყარაჩაი-ჩერქეზეთი ოკუპირებული იყო ფაშისტური გერმანიის მიერ. 1943 წელს, ყარაჩაელთა ოლქი გაუქმდა, ყარაჩაელები ნაცისტებთან კავშირში დაადანაშაულეს და ყაზახეთისა და უზბეკეთის ტერიტორიაზე გადაასახლეს, მათი ტერიტორია გადანაწილდა სტავროპოლის მხარესა და საქართველოს სსრ-ს (ქლუხორის რაიონი) შორის. 1957 წლის 9 იანვარს ყარაჩაჩაისა და ჩერქეზეთის ოლქები ხელახლა გაერთიანდა. 1992 წლის 16 მაისს ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე შიქმნა ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკა.
ყარაჩაი-ჩერქეზეთის ავტონომიური ოლქი 1957 წლის 27 სექტემბერს დაჯილდოვდა ლენინის ორდენით, ხოლო 1972 წლის 29 დეკემბერს — ხალხთა მეგობრობის ორდენით.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.