From Wikipedia, the free encyclopedia
ყირიმელი ყარაიტები იგივე ყარაიმები (ყირიმულად ყარაიტული: მხ. къарай — ყარაი, მრ. къарайлар — ყარაილარ; ტრაკაის ყარაიტული: მხ. karaj, მრ. karajlar, ებრაულად קָרָאִים — qara'im, „მკითხველნი“) — თურქულენოვანი ხალხი, ყარაიტული იუდაიზმის მიმდევრები აღმოსავლეთ ევროპაში. ყარაიტები უარყოფენ თალმუდს და აღიარებენ საღვთო წერილს. მეფის რუსეთი, რომელიც დევნიდა ებრაელებს, შემწყნარებლობას იჩენდა ყარაიტების მიმართ. ყარაიტები მათი სიტყვებით მომდინარეობენ სპარსეთში დატყვევებული ებრაელებიდან და მათ არ მიუღიათ მონაწილეობა ქრისტეს წამებასა და მოკვდინებაში. „ყარაი“ არის გალათინურებული სიტყვა ორიგინალურიდან „къарай“, ხოლო სახელს — „ყარაიმ“ უწოდებენ რუსები, უკრაინელები, პოლონელები და ლიეტუველები. ყარაიტები წარმომავლობით არიან ყირიმიდან და დამკვიდრდნენ ლიტვაში გვიან შუა საუკუნეებში.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.