Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქუჯი — კოლხეთის მეფე (ერისთავი) დაახლოებით ძვ. წ. 325-ძვ. წ. 280 წლებში. ქართლის მეფის, ფარნავაზის მოკავშირე და თანამებრძოლი. რომაელი სარდლის, აზოს წინააღმდეგ ომში ფარნავაზმა დახმარება ქუჯის სთხოვა. ეგრისის მმართველმა მისი წინადადება მიიღო და ქართლის მეფეს შეუერთდა. ფარნავაზი დედასთან და დებთან ერთად ეგრისში გადავიდა. ქუჯიმ ქართული სახელმწიფოს გაერთიანებისათვის დაწყებულ ბრძოლაში პირველობა ფარნავაზს დაუთმო:
„შენ ხარ შვილი თავთა მათ ქართლისათა, და შენ გმართებს უფლობა ჩემი აწ ნუ შურობ ხუასტაგსა შენსა, რათა განვამრავლნეთ სპანი; და უკეთუ მოგუეცეს ძლევა, შენ ხარ უფალი ჩუენი და მე ვარ მონა შენი.“ |
ბრძოლა ქვეყნის გაერთიანებისათვის რამდენიმე წელს გაგრძელდა და ფარნავაზის გამარჯვებით დასრულდა. ქართლის მეფემ ერისთავ ქუჯის საკუთარი და მიათხოვა ცოლად და მათი მოკავშირეობა ნათესაობითაც განამტკიცა. ფარნავაზიანების შტოს გამგრძელებელი ქართამი ქუჯის და ფარნავაზის დის შვილიშვილი ან შვილთაშვილი იყო.
ქუჯი ერისთავმა ეგრისის შუაგულში ასევე ააშენა ქალაქი ციხე-გოჯი.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.