From Wikipedia, the free encyclopedia
ოქროსფერი წყალმცენარეები (ლათ. Chrysophyta) — უმდაბლესი მცენარეების ტიპი, აერთიანებს თავისუფლად მცხოვრებ ან მიმაგრებულ ერთუჯრედიან, კოლონიურ, იშვიათად მრავალუჯრედიან ფორმებს. მათი სხეულის სიგრძე 2 სმ აღწევს. ოქროსფერი წყალმცენარეებს მოოქროსფრო-ყვითელ ან რუხ შეფერვას აძლევს ქლოროპლასტში არსებული ქლოროფილი და ყვითელი პიგმენტი — ფიკოქრიზინი. ასიმილაციის პროდუქცია ლეიკოზინი, ნაწილობრივ — ცხიმი. ოქროსფერი წყალმცენარეები ავტოტროფული ორგანიზმებია, ზოგიერთი მათგანი იყენებს მზა ორგანულ ნივთიერებებსაც. ოქროსფერი წყალმცენარეების ერთუჯრედიანი ფორმების უმრავლესობა აქტიურად მოძრაობს შოლტებით ან ფსევდოპოდიუმებით. მრავლდებიან დაყოფით და ზოოსპორებით. რამდენიმე სახეობა მრავლდება სქესობრივადაც. ზოგჯერ ქმნიან კაჟოვან ცისტებს. ძირითადად მტკნარი წყლის ორგანიზმებია, იშვიათად ვხვდებით ზღვის ფორმებსაც.
ოქროსფერი წყალმცენარეები | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Chrysophyta | ||||||||||||
|
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.