Remove ads
From Wikipedia, the free encyclopedia
ქორი (ლათ. Accipter gentilis) — მტაცებელი ფრინველი, აქვს გრძელი ბასრი ბრჭყალები, ნისკარტი — მოკლე და კაუჭა. იკვებება უპირატესად ფრინველებით.
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. |
ქორი | |||||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
| |||||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
ლათინური სახელი | |||||||||||||||
Accipiter gundlachi (Linnaeus, 1758) | |||||||||||||||
დაცვის სტატუსი | |||||||||||||||
ყველაზე ნაკლები საფრთხის ქვეშ IUCN 3.1 Least Concern : 22695683 | |||||||||||||||
გავრცელება | |||||||||||||||
|
საქართველოში ქორი გვხდება თითქმის ყველგან როგორც მობინადრე ფრინველი. ვერტიკალურად ვრცელდება 2500 მ – მდე.
ქორი ბინადრობს ტყეში, თუმცა სარჩოს მოსაპოვებლად ღია ადგილებშიც დანავარდობს. ბუდეს იკეთებს მაღალ ხეზე. მარტის დამლევს დებს 3 – 4 კვერცხს. კრუხობა გრძელდება 35 დღემდე. კრუხად ჯდება და ბარტყების აღზრდაში მონაწილეობს ორივე მშობელი. იკვებება ფრინველებით, რომელთაც ჰაერში ფრენისას აიძულებს დასხდნენ ხეზე, სახლის თავზე, მიწაზე და შემდეგ მათ იჭერს ბრჭყალებით. ხშირად იგი თავს ესხმის ხეზე ან მიწაზე მჯდომს, ან მიწაზე მორბენალ ცხოველს. თავის მსხვერპლს ქორი ბრჭყალებით კლავს და შემდეგ გლეჯს. ქორი მნიშვნელოვანი რაოდენობით ანადგურებს სასარგებლო ფრინველებს (გნოლს, კაკაბს, ხოხობს, მგალობელ ბეღურასნაირებსა და სხვ.), რითაც ზიანი მოაქვს სახალხო მეურნეობისათვის. ცნობილია ქორის რამდენიმე ქვესახეობა, რომელთაგან საქართველოში გვხვდება კავკასიური ქორი – Accipiter gentilis caucasicus.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.