მთა საქართველოსა და რუსეთის საზღვარზე, კახეთის მხარეში და ჩეჩნეთში From Wikipedia, the free encyclopedia
ქომიტო (ჩეჩ. Даттах-Корта, რუს. Комито) — მთა საქართველოში, კახეთის მხარეში, ახმეტის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს პირიქითის ქედზე, საქართველოსა და რუსეთის ჩეჩნეთის საზღვარზე. სიმაღლე ზღვის დონიდან 4261 მ. აგებულია ლიასური თიხაფიქლებით. მთის ზედა ნაწილი კლდოვანია. ჩრდილოეთ კალთაზე 2-2,5 კმ² ფართობის მყინვარებია. სამხრეთ კალთაზე რამდენიმე თოვლყინულის ლაქაა შემორჩენილი. ქვემო კალთები შემოსილია ალპური და სუბალპური მდელოებით.
ქომიტო | |
---|---|
ქომიტო | |
კოორდინატები: 42°31′58″ ჩ. გ. 45°35′59″ ა. გ. | |
ქვეყანა | საქართველო რუსეთი |
ტერიტორიული ერთეული | კახეთის მხარე ჩეჩნეთი |
სიმაღლე | 4261 მ |
ქედი | პირიქითი ქედი |
ამგებელი ქანები | თიხაფიქალი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.