From Wikipedia, the free encyclopedia
ქლოი გრეის მორეცი (ინგლ. Chloë Grace Moretz, დ. 10 თებერვალი, 1997) — ამერიკელი მსახიობი. მსახიობობა 6 წლის ასაკში დაიწყო და თავდაპირველად მონაწილეობა მიიღო საშინელებათა ფილმში სახელწოდებით The Amityville Horror (2005)[1].
ქლოი მორეცი დაიბადა ატლანტაში, ჯორჯიის შტატში და გაიზარდა კარტერვილში, ჯორჯიის შტატში[2]. იგი ტერი დიუკისა და მაკოი მორეცის შვილია.[3] ქლოის ჰყავს ოთხი ძმა: ბრენდონი, ტრევორი, კოლინი და ითანი.[4] ქლოი დედასთან და ძმასთან - ტრევორთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად ნიუ-იორკში 2002 წელს, რადგან ტრევორი მიიღეს პროფესიულ საშემსრულებლო ხელოვნების სკოლაში, რამაც შემდგომ გამოიწვია ქლოის დაინტერესება ამ სფეროთი.[5] ამასთანავე, მსახიობი თვლის, რომ მისი ოჯახი ძალიან რელიგიურია.[6][7]
მისი სამსახიობო კარიერა დაიწყო ჰოლივუდში, სადაც მოირგო მევიოლინეს როლი და ითამაშა ორი ეპიზოდი CBS-ის სერიალ The Guardian-ში. მან უფრო დიდი აღიარება 2005 წელს საშინელებათა ფილმით The Amityville Horror-ით მოიპოვა და მიიღო ახალგაზრდა შემსრულებლის ჯილდო.[8]
მორეცს მონაწილეობა აქვს მიღებული სხვადასხვა ფოტო გადაღებებში, ასევე აქვს ედითორიალები, სტატიები და ქოვერები შემდეგი ჟურნალებისათვის: Flaunt, Vogue, Teen Vogue, Jalouse, Marie Claire, Interview, Elle, Love, Crash Magazine, InStyle და სხვები. ის ასევე მიიწვიეს მოდის პრესტიჟულ ატელიეზე, როგორიცაა Dior გაზაფხული/ზაფხული 2013 პარიზის მოდის კვირეულზე. 2012 წელს მაქს მარას ხელმოწერით ქლოის მიენიჭა „მომავლის მაქს მარას სახის“ ჯილდო.[9] 2012 წელს ის ასევე გახდა ამერიკული ტანსაცმლის Aéropostale-ის სახე და გამოჩნდა მათ მრავალ ვიდეოსა და რეპორტაჟებში.[10] 2013 წელს ჟურნალმა Elle-მ ქლოის მიანიჭა "Next Future Icon Award" სახელი.[11]
მორეცი ახლა Studio City-ში, ლოს ანჯელესში ცხოვრობს.[12][13] მისი ძმა ბრენდონი ბიზნეს მენეჯერის თანამდებობაზეა[14], ტრევორი კი 2010 წლიდან ქლოის სამსახიობო კარიერაში ეხმარება და თან ახლავს მოგზაურობებსა და პრესასთან შეხვედრებში, როცა მშობლებს არ შეუძლიათ დასწრება.[15]
ქლოი საჯაროდ უჭერს მხარს LGBT ადამიანების სრულ თანასწორბას.[16] ის თავს ფემინისტად მიიჩნევს და უარს ამბობს იმ პერსონაჟების როლებზე, რომლებზეც თვლის, რომ სექსუალურად შევიწროეუბლნი არიან. [17] აღსანიშნავია, რომ 2014 წლის ოქტომბერში, ჟურნალ Time-ში ქლოი წლის 25 ყველაზე გავლენიან თინეიჯერების სიაში მოხვდა.[18]
2016 წელს, კორეულ შოუში The Brainiacs / Problematic Men ქლოიმ საჯაროდ განაცხადა, რომ მხარს უჭეს ჰილარი კლინტონსა და ბერნი სანდერსს[19].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.