From Wikipedia, the free encyclopedia
„ქინ-ძა-ძა!“ (რუს. Кин-дза-дза!) — ორსერიიანი ანტიუტოპიური ჟანრის ფანტასტიკური მხატვრული ფილმი (1986), რომლის რეჟისორი არის გიორგი დანელია. ფილმი ეფუძნება სცენარს, რომელიც მანამდე დაიწერა რეზო გაბრიაძესთან ერთად და არ იყო ჩაფიქრებული, როგორც კინოსურათი. მოგვიანებით მან შეიძინა ფილოსოფიურ-სატირული კომედიის სახე. 1987 წლის მონაცემებით, საბჭოთა კინოგაქირავებაში იგი წარმატებით მე-14 ადგილზე იმყოფებოდა. ფილმმა მნიშვნელოვანი გავლენა იქონია საბჭოთა მაყურებლებზე, ფრაზებმა, რომლებიც მასში ჟღერს და ცალკე გამოყენებული ტერმინები (მაგ.: გრავიცაპა, პეპელაცი, ჩატლი) მოახდინეს ინტეგრირება თანამედროვე მეტყველებაშიც.
„ქინ-ძა-ძა!“ | |
---|---|
ფილმის ერთ-ერთი პლაკატი | |
ჟანრი | ფანტასტიკა, ანტიუტოპია, კომედია |
რეჟისორი | გიორგი დანელია |
სცენარის ავტორი | რეზო გაბრიაძე, გიორგი დანელია |
ნაწარმოები | რეზო გაბრიაძე, გიორგი დანელია (გამოუქვეყნებელი მოთხრობა) |
როლებში | სტანისლავ ლუბშინი, ლევან გაბრიაძე, იური იაკოვლევი, ევგენი ლეონოვი |
კომპოზიტორი | გია ყანჩელი |
ხმის ოპერატორი | ეკატერინა პოპოვა |
ოპერატორი | პაველ ლებეშევი |
მონტაჟი | ტ.ეგორიჩევა, ნ.დობრუნოვა |
მხატვარი | ალექსანდრე სამულეკინი, ტეოდორ ტეჟიკი |
სტუდია | მოსფილმი |
გამოსვლის თარიღი | 1986 |
ხანგრძლივობა | 135 წთ. |
ქვეყანა | სსრკ |
ენა |
რუსული სხვა პლანეტების ენა |
მოსკოვის ცენტრში, მიუხედავად ზამთრის სიცივისა, დგას ფეხშიშველი მამაკაცი დახეული ქურქით. ვლადიმერ მაშკოვსა და გედევან ალექსიძეს, ფილმის მთავარ გმირებს, იგი თავს წარუდგენს, როგორც პლანეტა უზმის, ტენტურაში 247-ე ნომრის, სპირალში არსებული ბეტა გალაქტიკის ბინადარს. მას აერია კონტაქტები , რომლითაც იგი მოძრაობს დროსა და სივრცეში და ვერ ბრუნდება შინ. ვლადიმერი და გედევანი ცდილობენ, დახმარება გაუწიონ, მაგრამ წამში ჩნდებიან პლანეტა პლუკზე, ქინ-ძა-ძას გალაქტიკაში.
ამ პლანეტის ბინადრები ჩვეულებრივი ადამიანებივით გამოიყურებიან, შეუძლიათ ერთმანეთის აზრების წაკითხვა, მაგრამ იყენებენ საუბრის დეგრადირებულ საშუალებებს, კერძოდ - მხოლოდ ორ სიტყვას, ’კუ’ (ку) და ’კიუ’ (кю). მიუხედავად იმისა, რომ პლუკი ტექნიკურად საკმაოდ განვითარებულია, ტექნიკა აქ დაჟანგული და მოძველებულია.
ისევე, როგორც ქინ-ძა-ძას სხვა გალაქტიკებში, აქაური მოსახლეობაც ორ კატეგორიად იყოფა - ჩატლანებად (чатлане) და პაცაკებად (пацаки). ჩატლანები არიან უფრო დიდგვაროვნული წარმოშობის, ხოლო პაცაკები - უბრალო ადამიანები. ჩატლანურ პლანეტებზე პაცაკები ვალდებულები არიან, ცხვირზე დამაგრებული პატარა ზანზალაკი, ცაკი (цак) ატარონ და სხვებს მიესალმონ ფრაზით ’კუ’. პაცაკები ისჯებიან - მაგალითად, მათ აიძულებენ, იმღერონ და დაუკრან, თანაც - მხოლოდ გალიებში გამოკეტილ მდგომარეობაში.
ვოვა (ვლადიმერი) და მევიოლინე (ასე უწოდებენ გედევანს, ვინაიდან მას თან ვიოლინო დააქვს) ითვლებიან პაცაკებად. ისინი ცდილობენ შინ დაბრუნებას და გაიცნობენ პაცაკ ბის (იური იაკოვლევი) და ჩატლანელ უეფს (ევგენი ლეონოვი), რომლებიც საკუთარ ხომალდ პეპელაცს (пепелац) ფლობენ. მაგრამ პეპელაცს აკლია სპეციალური ძრავა, გრავიცაპა (гравицаппа), რომლითაც წამებში შესაძლებელია დედამიწაზეც მოხვედრა. გრავიცაპის ძიებისას მიწიდან ჩამოსულები კანონის ადგილობრივ დამცველებს, ეცილოპებსაც (эцилоппы) ხვდებიან.
მოულოდნელად ნათელი ხდება, რომ პლუკზე უდიდეს ყველაზე ძვირფასია კც (кц, წარმოითქმის ’კა-ცე’) - ჩვეულებრივი ასანთის ღერი, რომელიც აქ ფულადი ერთეულის როლს ასრულებს. კც-ს მფლობელი სოციალურად მაღალ საფეხურზე იმყოფება. ამავე დროს, დროთა განმავლობაში ვოვას ხელთ არსებული ყველა ასანთი იხარჯება, მაგრამ იგი ჰპირდება უეფს და ბის, რომ დედამიწაზე მათთვის შეიძენს დიდი რაოდენობის ყუთებს კც-თი.
თუმცა, არსებობს შემოსავლის სხვა წყაროც. მიუხედავად იმისა, რომ გედევანიც და ვოვაც უნიჭო მუსიკოს-მომღერლები არიან, სიმღერებით ისინი პლანეტაზე ფულს აგროვებენ. უეფი და ბი ატყუებენ მათ და მიაქვთ მათი ნივთების ნაწილი, რის გამოც ეცილოპი ორივეს იჭერს და მიუსჯის ეციხში (эцих, ლურსმნებიან ყუთში) ჯდომას). მაგრამ ვოვა და გედევანი უკვე ფიქრობენ მათ გათავისუფლებაზე. მოულოდნელად ჩნდება მათი ფეხშიშველი ნაცნობი და სთავაზობს უკან დაბრუნებას, მაგრამ მხოლოდ რამდენიმე გადაადგილების საშუალება აქვს, ვოვა კი ცდილობს, დაუმტკიცოს, რომ არ შეუძლია მეგობრების ასე დატოვება. მამაკაცი უხსნის, რომ დრო მისთვისაც ძვირფასია და ქრება.
მოგზაურები ითვისებენ იარაღს და ადგილობრივი ხელისუფლების ლიდერ, ბატონ პჟ-ს (Господин ПЖ, პეჟე) წინააღმდეგ ნამდვილ ბუნტს აწყობენ. მათი ნაცნობები გათავისუფლებულები არიან და გრავიცაპაც ხელთ აქვთ (გედევანი, რომელიც კლეპტომანია, შემთხვევით იპარავს მას). მაგრამ დედამიწამდე არსებობს პლანეტა ალფა, რომელზეც მაღალგანვითარებული საზოგადოება ცხოვრობს. მის ყველა ბინადარს სურს სამყაროს ყველა შეცდომის გამოსწორება და ამიტომ იქ ხანუდელ და სხვა პლანეტების მკვიდრებს აქცევენ კაქტუსებად.
თავდაპირველად ბი და უეფი ვოვას და გედევანს დედამიწაზე გადაყვანაზე უარს ეუბნებიან და სთავაზობენ ერთ-ერთი პლანეტის შეძენას, იქ დასახლებასა და საკუთარი ბიზნესის წარმოებას, მაგრამ ამავე დროს, იმედი აქვთ, რომ პაცაკები მათ დედამიწაზე გადასცემენ ასანთების დიდ რაოდენობას. ამის გამო ისინი რისკზე მიდიან, მაგრამ მაინც ალფაზე ამოჰყოფენ თავს. ვოვა და გედევანი ეშვებიან ცალკე კაპსულით, ხოლო პეპელაცს ხანუდელებთან ერთად ყლაპავს ალფა. ვოვას თხოვნით, ალფას მკვიდრები მათ აბრუნებენ დროში, ფეხშიშველი მამაკაცის გამოჩენამდე თითქმის ერთი საათით ადრე. ისინი კვლავ აწყობენ ბუნტს, ხელში იგდებენ ეციხს, ათავისუფლებენ ხანუდელ ნაცნობებს და ემშვიდობებიან მათ. ჩნდება ფეხშიშველი მამაკაცი, რომელიც მათ მოსკოვში აბრუნებს.
ყველაფერი თითქოს იგივეა. ქუჩაში ერთმანეთს შემთხვევით ხვდებიან და ვერ იცნობენ ვოვა და გედევანი. უეცრად გამოივლის მწმინდავი მანქანა მოციმციმე ფარებით. ორივე მას ესალმება ფრაზით ’კუ’. მხოლოდ ამის შემდეგ ორივე იცნობს ერთმანეთს.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.