From Wikipedia, the free encyclopedia
ქვიშხეთის აღდგომის ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიშხეთში, დგას სოფლის ცენტრში. თარიღდება XIX საუკუნით.
ეკლესია დარბაზულია (11,6X8,65 მ), ნაგებია რუხი ქვიშაქვის კვადრებით. შესასვლელი სამხრეთით და დასავლეთითაა. ნახევარწრიული აფსიდის ღერძზე გაჭრილი თაღოვანი სარკმლის გვერდებზე ნიშებია.
სამხრეთის კედელში ორი სარკმლიდან ერთი მრგვალია. ჩრდილოეთისაში სამი თაღოვანი სარკმელია. დარბაზის ცილინდრული კამარის საბჯენი თაღი გრძივი კედლების კაპიტელიან პილასტრებს ეყრდნობა. სამხრეთ და ჩრდილოეთ კედლებზე სამ-სამი კედლის დეკორატიული თაღია. დასავლეთის კედელში დატანებულია კიბე, რომელიც პატრონიკეზე ადის და კიდევ უფრო ზევით გრძელდება.
სამხრეთ ფასადზე შესასვლელს შემოვლებული აქვს სამმაგლილვიანი ჩარჩო, რომლის გვერდით მკლავები ქმნის ჯვარს. ზედა ლილვს თავზე სწორკუთხედში ჩასმული ჯვარი ადგას.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.