Remove ads

ქერონეის ბრძოლა (ძვ. წ. 338) — ბრძოლა ქერონეასთან ახლოს, ბოეტიაში. ბრძოლაში ერთმანეთს დაუპირისპირდნენ მაკედონელები, ფილიპე II-ს მეთაურობით და ათენელებისა და თებელების კოალიცია. ბრძოლა დამთავრდა ფილიპეს ბრწყინვალე გამარჯვებით. ქერონეის ველზე მაკედონელების გამარჯვება ბერძნების დამოუკიდებლობის დასასრულს ნიშნავდა. ბრძოლა აღწერილი აქვს დიოდორე სიცილიელს.

სწრაფი ფაქტები ქერონეის ბრძოლა, თარიღი ...
ქერონეის ბრძოლა
ალექსანდრე დიდის ომების ნაწილი
Thumb
ქერონეის ბრძოლის ამსახველი რუკა
თარიღი ძვ. წ. 338, 2 აგვისტო
მდებარეობა ბეოტია, საბერძნეთი
შედეგი მაკედონელების გამარჯვება.
ტერიტორიული
ცვლილებები
ალექსანდრემ და ფილიპემ დაიპყრეს ნახევარი საბერძნეთი. თებელების „საღვთო რაზმი“ განადგურდა.
მხარეები
მაკედონია ათენი,
თებე
მეთაურები
ფილიპე II
ალექსანდრე დიდი
ქარესი,
ლისიკლესი,
თეაგენესი
ძალები
30,000 ქვეითი,
2,000 კავალერისტი
35,000
დანაკარგები
უცნობია, დიოდორეზე დაყრდნობით შედარებით მძიმე 1,000 ათენელი, 2,000 დატყვევებული
254-ზე მეტი ბეოტიელი,
3,000 დატყვევებული
ქერონეის ბრძოლა ვიკისაწყობში
დახურვა

წინაპირობები

საბერძნეთის ქალაქებსა და მაკედონიას შორის ომი ჯერ კიდევ ძვ. წ. 340 წელს გარდაუვალი იყო. ფილიპე II მაკედონელს ალყა ჰქონდა შემორტყმული პერინტუსისთვის. თუმცა მას შემდეგ, რაც გაიგო, რომ ქალაქს სპარსეთის იმპერია ამარაგებდა, ალყა მოხსნა და საბერძნეთის დაპყრობა განიზრახა. მან მცირე დრო დაჰყო მაკედონიაში და შემდეგ მოულოდნელად დაიძრა სამხრეთისკენ. ძვ. წ. 338 წლის 2 აგვისტოს ორი არმია ერთმანეთს ქერონეის ველზე გაუპირისპირდა ერთმანეთს.

ბრძოლა

ბრძოლის დაწყებამდე ფილიპემ მოწინააღმდეგეებს გაუგზავნა დესპანი, მშვიდობაზე მოსალაპარაკებლად, თუმცა უშედეგოდ. ამის შემდეგ ის პირდაპირ ბრძოლის ველისკენ გაემართა 30 ათასი ქვეითითა და 2 ათასი კავალერისტით.

ვიკიციტატა
„ორივე მხარე მოუთმენლად ელოდა ბრძოლის დაწყებას, თუმცა ფილიპეს უპირატესობა ჰქონდა, როგორც არმიის სიმრავლის მხრივ ასევე მეთაურობაშიც. მას მონაწილეობა ჰქონდა მიღებული ბევრ სხვადასხვაგვარ ბრძოლაში და მეტწილად გამარჯვებულიც გამოდიოდა, ასე რომ მას ჰქონდა დიდი გამოცდილება სამხედრო საქმეში. ათენელების საუკეთესო გენერლები კი უკვე დაღუპულები იყვნენ, მაგალითად იფიკრატესი, ქაბრიასი, ტიმოთეუსი. იმდროისთვის საუკეთესოს კი — ქარესს, ჩვეულებრივი ჯარისკაცები არაფრით ჩამოუარდებოდნენ მეთაურობაში“
(დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა წიგნი № XVI)
Thumb
ქერონიის ბრძოლა

ფილიპემ მარცხენა ფლანგი ალექსანდრეს ჩააბარა. თვითონ კი მარჯვენას ჩაუდგა სათავეში. ალექსანდრეს წინ განლაგებულები იყვნენ თებელები და მათი გამორჩეული „საღვთო რაზმი“, რომელიც 300 მეომრისგან შედგებოდა. ბერძნების მარცხენა ფლანგზე კი ათენელები იდგნენ. შეუპოვარი ბრძოლა დიდხანს გაგრძელდა ისე, რომ არცერთ მხარეს უპირატესობა არ მოუპოვებია. შემდეგ ალექსანდრემ იმისათვის, რომ თავისი სიმამაცე და გამბედაობა დაემტკიცებინა შეტევა წამოიწყო თებელებზე. ის პირველი ეკვეთა მტერს. ამ შეტევამ მოწინააღმდეგის რიგებში ხვრელი გააჩინა და არმია ორ ნაწილად დაჰყო. ბერძნებმა დიდი დანაკლისი განიცადეს და საბოლოოდ გაქცევით უშველეს თავს. ამ დროს კი ფილიპემ თავისი არმია თავიდან უკან დახია, შემდეგ კი მთელი ძალით ეკვეთა მტერს. ამ მანევრმა ათენელები დააბნია და მათაც უკან დაიხიეს.

Remove ads

შედეგები

Thumb
ლომის ქანდაკება, ქერონეა

ბრძოლის ველზე ათასზე მეტი ათენელის ცხედარი დარჩა, 2 ათასამდე კი დაატყვევეს. თებელებსაც დიდი დანაკარგები ჰქონდათ. 3 ათასამდე თებელი კი დაატყვევეს. დიოდორეს მიხედვით, ფილიპეს პირდაპირ ბრძოლის ველზე დაღუპულთა გვამებს შორის წამოუწყია ნადიმი. ცნობილია, რომ თებელების ელიტარული „საღვთო რაზმი“ მთლიანად განადგურდა(მათგან 154 დაიღუპა, 46 კი დაიჭრა ან ტყვედ ჩავარდა). ფილიპე გააკვირვა მათმა სიმამაცემ და თავგანწირვამ და ამიტომ თებელებს ნება დართო, რომ მათთვის პატივის მისაგებად ბრძოლის ველზე აეღმართად ლომის ქანდაკება.

ათენელ გენერალ ლისიკლესს მოგვიანებით ბრალი დასდეს, რომ მისი ბრალი იყო ბრძოლაში მარცხი. ის გაასამართლეს და სიკვდილით დასაჯეს.

ფილიპემ ალექსანდრე ათენში გააგზავნა, რომ ომისთვის ბოლო მოეღო. მან შესთავაზა, რომ გირაოს, ერთგულებისა და სპარსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში საჭირო მეომრებისა და ფინანსების სანაცვლოდ, ის დაინდობდა ყველა იმ ქალაქ-სახელმწიფოს, რომელიც მის წინააღმდეგ იბრძოდნენ. ათენელები გაოგნდნენ ფილიპეს გულმოწყალებით და მაშინვე დათანხმდნენ ზავს. მან ასევე ბეოტიელებთანაც დადო ზავი, თუმცა თებეში გარნიზონი შეინარჩუნა. ამის შემდეგ ფილიპემ შექმნა კორინთოს ლიგა სპარსეთის იმპერიიის წინააღმდეგ საბრძოლველად, რომელშიც ბერძნული ქალაქ-სახელმწიფოები გაერთიანდნენ.

Remove ads

რესურსები ინტერნეტში

ლივიუსი — სტატიები ძველი ისტორიის შესახებ, ქერონეის ბრძოლა დაარქივებული 2016-04-09 საიტზე Wayback Machine.

დიოდორე სიცილიელი — ისტორიული ბიბლიოთეკა

იხილეთ აგრეთვე

სწრაფი ფაქტები
ვიკისაწყობში არის გვერდი თემაზე:
დახურვა

Wikiwand in your browser!

Seamless Wikipedia browsing. On steroids.

Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.

Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.

Remove ads