From Wikipedia, the free encyclopedia
ქენდირისებრნი (Apocynaceae) — ორლებნიან მცენარეთა ოჯახი. ხეები, ბუჩქები, ლიანები, ნახევრად ბუჩქები და მრავალწლოვანი ბალახებია მარტივი მთლიანი ფოთლებით. ყვავილები მარტოულია ან კენწრულ ყვავილედებად შეკრებილი. ძირითადად ტროპიკული ოჯახია.
აერთიანებს 200-მდე გვარის 2000-მდე სახეობას. საქართველოში ამ ოჯახის 2 გვარის (გველის სურო და ქენდირი) 4 სახეობა იზრდება, ზოგი ქენდირისებრი (ლანდოლფია და სხვ.) კაუჩუკს შეიცავს, ზოგი ძვირფას მერქანს (მაგ., ასპიდოსპერმა), მთრიმლავ (კვებრახო) და საღებავ ნივთიერებებს იძლევა, ზოგი (სტროფანთუსი და სხვ.) კი შხამიანია.
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.