From Wikipedia, the free encyclopedia
ქეი-ქავუს I ან ქეი-ქაუს I (სპარს. عز الدين كيكاوس بن كيخسرو ʿIzz ad-Dīn Kaykāwūs ibn Kaykhusraw) — ქეი-ხოსროვ I-ის უფროსი შვილი, რუმის სულთანი 1211-1220 წლებში, გარდაცვალებამდე.
ქეი-ქავუს I | |
---|---|
عز الدين كيكاوس بن كيخسرو | |
ქეი-ქავუს I-ის ბილინგვა (სპარსული და ბერძნული) სინოპში | |
რუმის სულთანი | |
მმართ. დასაწყისი: | 1211 |
მმართ. დასასრული: | 1220 |
წინამორბედი: | ქეი-ხოსროვ I |
მემკვიდრე: | ქეი-ყუბად I |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | —? |
გარდ. თარიღი: | 1220 |
სრული სახელი: | 'Izz al-Dīn Kaykā'ũs bin Kaykhusraw |
მამა: | ქეი-ხოსროვ I |
1211 წელს, ქეი-ხოსროვ I-ის გარდაცვალების შემდეგ, ქეი-ქავუს I-მა და მისმა უმცროსმა ძმებმა — კაიფერიდუნ იბრაჰიმმა და ალაედინ ქეიყუბადმა კონფლიქტი წამოიწყეს, დაპირისპირების მიზეზი კი ის იყო, თუ რომელი მათგანი გახდებოდა მამის მემკვიდრე, შესაბამისად, რუმის მომდევნო სულთანი[1]. თავდაპირველად, ალაედინ ქეიყუბადმა რუმის სასულთნოს მეზობლების — კილიკიის სომეხთა სამეფოს მეფე ლევონ II-ის და საკუთარი ბიძის, ამავდროულად, ერზურუმის დამოუკიდებელი მმართველის თოღრულ-შაჰის მიმართ გარკვეული მხარდაჭერა გამოიჩინა. ამ დროს, კაიფერიდუნმა დახმარებისთვის კვიპროსელ ფრანკებს მიმართა, რითაც ახლად შეძენილი ანთალიის პორტი საფრთხეში ჩააგდო. ამირების უმრავლესობამ, მხარი ქეი-ქავუს I-ს დაუჭირა. ამის შემდეგ, მან კაისერი და კონია დაიპყრო. ქეიყუბად I ანკარაში გაიქცა, კასთამონუს თურქმანული ტომებისგან დახმარების საძიებლად. ქეი-ქავუს I-მა ორივე ძმა დააკავა და თავი რუმის სულთნად გამოაცხადა[2].
მოსალოდნელი საფრთხის თავიდან ასაცილებლად, ქეი-ქავუს I-მა სამშვიდობო მოლაპარაკება განახორციელა ნიკეის იმპერატორ თეოდორე ლასკარისთან, რითაც ბოლო მოუღო სელჩუკთა სახელმწიფოს და ნიკეის იმპერიას შორის არსებულ დაპირისპირებებს. თუმცა, თურქმანული ტომები მაინც განაგრძობდნენ პრობლემების შექმნას საზღვარზე[3].
ანთალიის უსაფრთხოების გაუმჯობესების და დასავლური მსვლელობის მშვიდობიანად წარმართვის შემდეგ, ქეი-ქავუს I-მა ყურადღება აღმოსავლეთს მიაპყრო. მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის განმავლობაში, ჯვაროსნებმა ქეი-ქავუს I მოკავშირედ გაიხადეს და აიუბიდებს კონფლიქტის წამოწყება აიძულეს.
ქეი-ქავუს I-ის მიერ რუმის სასულთნოში შეტანილი ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი წვლილი სინოპის შავი ზღვის პორტის შეძენა იყო. 1214 წელს, ქალაქგარეთ, სანადირო მოგზაურობისას თურქმანება ტყვედ წაიყვანეს ტრაპიზონის იმპერატორი ალექსი კომნენოსი. ალექსი I-მა, სულთანს თავისუფლების სანაცვლოდ სინოპის და ტრაპიზონის იმპერიის აღმოსავლეთით არსებული ვასალიტეტის გადაცემა შესთავაზა[4], ამით, სელჩუკები შავ ზღვაზე გასასვლელს მოპოვებდნენ. ტერიტორიების გადაცემა 1214 წლის 1 ნოემბერს შედგა. ამის შემდეგ, ქალაქში ევროპული და ბიზანტიური ვაჭრობა დამყარდა. შერეულად მცხოვრები თურქული და ბერძნული მოსახლეობის მართვა, ქეი-ქავუს I-მა რაის-ჰეტუმს უბრძანა[5] . 1215 წლის აპრილსა და სექტემბერს შორის, ბერძენი არქიტექტორის — სებასტოსის მეთვალყურეობით კედლების რეკონსტრუქცია მიმდინარეობდა. ეს ნამუშევარი მოიხსენიება, როგორც დასავლეთ კარიბჭის მახლობლად მდებარე კოშკის ორენოვანი — ბერძნულ და სპარსულ ენებზე შესრულებული ბილინგვა[6].
ქეი-ქავუს I გარდაიცვალა 1220 წელს, ტუბერკულოზით[7].
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.