From Wikipedia, the free encyclopedia
ქეთევან რევაზის ასული არახამია-გრანტი (დ. 19 ივლისი, 1968, ოჩამჩირე, საქართველოს სსრ, სსრკ) — ქართველი მოჭადრაკე. 1985 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უცხო ენათა ინსტიტუტის გერმანული ენის ფაკულტეტი. მსოფლიოს ჩემპიონი 20 წლამდე გოგონათა შორის (1985). 1987 წლიდან საერთაშორისო დიდოსტატი. საქართველოს სამგზის (1983, 1984, 1990), სსრკ (1990) და დიდი ბრიტანეთის (2003) ჩემპიონი, შოტლანდიის ჩემპიონი კაცთა შორის (2003). ქალთა მსოფლიო საჭადრაკო ორგზის ჩემპიონი (1994, 1996). ევროპის ჩემპიონი გუნდურ ჩათვლაში (1992) ვახტანგ გორგასლის III ხარისხის ორდენის კავალერი. 1998 წლის ოლიმპიადის მონაწილე, თბილისისა და ჰავანის საერთაშორისო ტურნირების გამარჯვებული. 1996 წლიდან ცხოვრობს შოტლანდიაში, მისი მეუღლეა იქაური მოჭადრაკე ჯონათან გრანტი.
წელი | ტურნირი | მასპინძელი | ადგილი |
---|---|---|---|
1990 | ქალთა XIV საჭადრაკო ოლიმპიადა | ნოვი სადი, იუგოსლავია | |
1992 | ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი | დებრეცენი, უნგრეთი | |
1994 | ქალთა XVI საჭადრაკო ოლიმპიადა | მოსკოვი, რუსეთი | |
1996 | ქალთა XVII საჭადრაკო ოლიმპიადა | ერევანი, სომხეთი | |
1997 | ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი | პულა, ხორვატია | |
2001 | ქალთა შორის ევროპის პირადი პირველობა | ვარშავა, პოლონეთი | |
2005 | ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი | გიოტებორგი, შვედეთი |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.