From Wikipedia, the free encyclopedia
ფსიოლი[1] (რუს. Псёл, Псиол, Песл, Песел, უკრ. Псел, Псьол, Псло) — მდინარე რუსეთსა და უკრაინაში; დნეპრის მარცხენა შენაკადი. სიგრძე 717 კმ, აუზის ფართობი 22,8 ათასი კმ². სათავეს იღებს შუა რუსეთის მაღლობზე, უმთავრესად მიედინება ბორცვებიან ვაკეზე, ქვემო წელი დნეპრისპირეთის მაღლობზეა, ჩაედინება კამენსკოეს წყალსაცავში. ჭალა ფართოა. უპირატესად იკვებება თოვლის წყლით. გაზაფხულის წყალდიდობებზე (მარტი — მაისი) მოდის წლიური ჩამონადენის 70%, წყალმცირობა იცის ზაფხულ-შემოდგომაზე. საშუალო მრავალწლიური ხარჯი ხუტორ ზაფსელიესთან 48,2 მ³/წმ-ია. იყინება დეკემბერში, ლღვება თებერვლის ბოლოს – აპრილის დასაწყისში. ძირითადი შენაკადია ხოროლი (მარჯვენა). მდინარეზეა ქალაქები (დინების მიმართულებით): ობოიანი (რუსეთი), სუმი, გადიაჩი (უკრაინა).[2]
ფსიოლი რუს. Псёл, უკრ. Псел | |
---|---|
ქვეყანა |
რუსეთი უკრაინა |
ტერიტორიული ერთეულები |
სუმის ოლქი, პოლტავის ოლქი |
ქალაქები | ობოიანი, სუმი, გადიაჩი |
სათავე | 51°07′58″ ჩ. გ. 36°44′52″ ა. გ. |
შესართავი |
კამენსკოეს წყალსაცავი 49°01′16″ ჩ. გ. 33°32′03″ ა. გ. |
სიგრძე | 717 კმ |
აუზის ფართობი | 22,8 ათ. კმ² |
მდინარის სისტემა | კამენსკოეს წყალსაცავი → დნეპრი → შავი ზღვა |
წყლის ხარჯი (საშ.) | 48,2 მ³/წმ |
— სათავე, — შესართავი | |
ფსიოლი ვიკისაწყობში |
Seamless Wikipedia browsing. On steroids.
Every time you click a link to Wikipedia, Wiktionary or Wikiquote in your browser's search results, it will show the modern Wikiwand interface.
Wikiwand extension is a five stars, simple, with minimum permission required to keep your browsing private, safe and transparent.